წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარზე დიდ იმედებს არამხოლოდ ბრაზილია, არამედ ფეხბურთის უამრავი გულშემატკივარი ამყარებდა. თუმცა, ერთ-ერთმა ფავორიტმა ფეხბურთელმა საზოგადოებას თავი განსაკუთრებული თამაშის ნაცვლად, გამაღიზიანებელი სამსახიობო უნარებით დაამახსოვრა. ბუნებრივია, სოციალური ქსელები კრიტიკის ქარცეცხლმა მოიცვა. ცოტა ხნის წინ კი, ნეიმარს, როგორც იქნა, Gillette-ის დახმარებით “ცოდვების მონანიების” შესაძლებლობა მიეცა. ფეხბურთელმა კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლში მომხდარი ფაქტები განსხვავებული, საკმაოდ ემოციური კუთხით დაგვანახა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=89&v=lJRjk0SGcqQ














