in

სტრატეგია, რომლისგანაც სხვა ბრენდები ბიზნესს დღემდე სწავლობენ – Gillette

Gillette ერთ-ერთია იმ იშვიათ ბრენდთაგან, რომელიც პირდაპირ ასოცირდება იმ პროდუქტთან, რომელსაც ის აწარმოებს. ის, ფაქტობრივად, საპარსი საშუალებების სინონიმია. 

istoriebi
istoriebi

გარდა ამისა, ის გამორჩეულია თავისი სტაჟითაც. Gillette იმ მცირერიცხოვან კომპანიებს მიეკუთვნება, რომლებიც 120 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადარჩნენ, გამოიარეს რევოლუციები, მსოფლიო ომები და დღეს მაინც წარმატებულები არიან. იმდენად, რომ ზოგიერთი უმსხვილესი საწარმო, როგორებიცაა: Playstation, Xbox, Kodak და Amazon Kindle, წარმატების მისაღწევად სწორედ Gillette-ის სტრატეგიას იყენებს. 

შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ უნდა შთააგონოს საპარსების კომპანიამ სათამაშო ინდუსტრია და სხვები, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად Gillette-ის ისტორიას უნდა გადავხედოთ.

გვიანი 1800-იანების ტრენდი

ეს ის ხანაა, როცა წვერის მოშვება მოდიდან ნელ-ნელა გადადიოდა და ახალი ტრენდი ყალიბდებოდა, როცა გაპარსული, სუფთა სახე უფრო ელეგანტურად და ეთიკურად მიიჩნეოდა. 

თუმცა გაპარსვა მაშინ მარტივი საქმე როდი იყო! მეტიც, ის სახიფათოდაც კი ითვლებოდა. არსებობდა ორი ვარიანტი – სწორი ან უსაფრთხო საპარსი. ორივე მათგანს თავისი მინუსები ჰქონდა.

სწორი საპარსები ძალიან ბასრი იყო და ხალხს მათი მიახლოების ეშინოდა სახესთან ან კისერთან. უსაფრთხო საპარსები ერთჯერადი იყო და კარგად არ იღებდა წვერს, რაც პარსვას დამღლელ პროცედურად აქცევდა. ამის გამო მეცხრამეტე საუკუნეში კაცები დალაქებს სტუმრობდნენ, რომლებიც პროფესიონალურ დახმარებას უწევდნენ მათ კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ.

კინგ ჯილეტის სტრატეგია

1904 წელს კინგ ჯილეტმა მიიღო ორი პატენტი საპარსზე, პირებზე და ამ ორის კომბინაციაზე. როგორც პატენტები ცხადყოფს, ჯილეტს ჰქონდა მკაფიო ხედვა იმ ბაზრების შესახებ, რომლებსაც ის შექმნიდა. ის აპირებდა, გაეყიდა ერთჯერადი პირები იაფად. მომხმარებელს შეეძლებოდა რამდენიმე საპარსი პირის ყიდვა და შემდეგ გადაგდება. 

თუმცა რეალურად, ჯილეტმა უფრო მეტი რამ გააკეთა, ვიდრე უბრალოდ საპარსის გამოგონებაა. მან შექმნა მთელი ბიზნეს სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება ბიზნეს სკოლებში და მრავალ ინდუსტრიაში, DVD ფლეერებიდან დაწყებული ვიდეო თამაშების სისტემებითა და ელექტრონული წიგნებით დამთავრებული. 

მოკლედ რომ ვთქვათ, მისი სტრატეგია ასეთი იყო – ინვესტიციის ჩადება პროდუქტის დაბალ ფასებში გაყიდვით და შემდეგ ფასის მომატება სხვა, ბრენდთან დაკავშირებულ პროდუქტზე, რაც ამოიღებს იმ თანხას, რომელიც პირველ პროდუქტზე დავუწიეთ.

1921 წლისთვის ჯილეტს უკვე ისე ჰქონდა ბაზარზე საკითხი დაყენებული, რომ მისი საპარსების კომპლექტები მაღალი კლასის პროდუქტად ითვლებოდა და მისი ფასი დაახლოებით $5,00 იყო. მაშინ, როცა სხვა ბრენდები, Ever-Ready და Gem Junior $1,00-ად იყიდებოდა. 

Gillette-ის საპარსებმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინა წვერის მოვლის მიმართულებით

„დიდი დეპრესიის” პერიოდში Gillette-მა საპარსი კრემი და ელექტრო საპარსი, რომლის წარმოებაც მალევე შეწყდა მოკრძალებული გაყიდვების გამო. 1938 წელს მან წარადგინა უფრო თხელი დანა, რომელსაც ფასიც ბევრად ნაკლები ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაბალი ფასის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის გამო საპარსი მალევე გახდა მოთხოვნადი და პოპულარული. 

1939 წლიდან ჯილეტმა დაიწყო მნიშვნელოვანი თანხების ინვესტიცია რეკლამაში, სპორტულ ღონისძიებებში და სხვა. რეკლამამ მას ორჯერ მეტი გაყიდვები მოუტანა, ვიდრე ამის მოლოდინი თავად კომპანიას ჰქონდა. 

იმავე პერიოდში პროდუქცია გავიდა ლათინურ ამერიკაში და აშენდა ახალი წარმოების ქარხანა ლონდონში. რაც შეეხება გერმანიას, აქ მას ათვისებული ჰქონდა ბაზრის 40%.

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომმა შეამცირა Gillette-ის დანის წარმოება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. ომის შედეგად ბევრი ბაზარი დაიხურა. ბოსტონსა და ლონდონში Gillette-ის ქარხნები ნაწილობრივ გადაკეთდა იარაღის წარმოებისთვის. 1942 წელს, ომის წარმოების საბჭომ უბრძანა Gillette-ს, მთელი თავისი წარმოების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სამხედროებისთვის გადაეცა. კომპანიას ასევე დიდი მისია დაეკისრა, რადგან მის საპარსებში მალავდნენ ფულსა და გაქცევის რუკებს. რომლებიც ომის ტყვეებს შეეძლოთ კომპასად გამოეყენებინათ.

ომის შემდგომი პერიოდი

ომის შემდგომ წლებში ჯილეტმა დაიწყო წარმოების სწრაფად გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და ინგლისში. კომპანიამ გახსნა ახალი ქარხანა შვეიცარიაში და დაიწყო პირების წარმოება მეხიკოში. 

მისი გაყიდვები 50 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და 1947 წელს Gillette-მა გაყიდა მილიარდი პირი. იმავე წელს Gillette-მა წარმოადგინა Gillette Super Speed razor და მასთან ერთად Speed-pak blade დისპენსერი, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა ომის დროს. დისპენსერმა საშუალება მისცა მომხმარებელს, დანა დისპენსერიდან საპარსში გამოეტანა ბასრ კიდესთან შეხების საფრთხის გარეშე. მას ასევე ჰქონდა განყოფილება მეორადი პირების შესანახად.

1948 წლიდან ბრენდმა ქალის ხაზზეც დაიწყო მუშაობა და პარალელურად, რამდენიმე ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შეიძინა, რითაც მისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გამყარდა. 1958 წლისთვის მან დაასპონსორა სილამაზის კონკურსი „მის ამერიკა”, რის შემდეგაც აშშ-ში საპარსების ყველაზე მოთხოვნად ბრენდად იქცა და სხვა ბაზრებზეც დაიმკვიდრა ადგილი.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ელიტ ელექტრონიქსის ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნა ბათუმში

როგორ პასუხობენ ცვლილებებს Netflix, NBA და Lego?