15
Jan
2019

საუკეთესო, როგორიც მამაკაცს შეუძლია იყოს

15 Jan 2019



Gillette-ის კამპანიის “The Best a Man Can Get” (“საუკეთესო, რაც კაცმა შეიძლება მიიღოს”) გამოსვლიდან ოცდაათი წელი გავიდა. კამპანია, რომელზეც კრეატიულმა სააგენტომ BBDO იმუშავა, “ჯილეტის” სამართებლის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ეს ის დრო იყო, როცა ამერიკას ჯორჯ ბუშ უფროსი მართავდა, მთავარი პრობლემა ცივი ომი იყო, ხოლო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც არავინ საუბრობდა. ათწლეულების შემდეგ, “ჯილეტმა” გადაწყვიტა ესაუბრა, რას ნიშნავს კამპანიის გზავნილი დღეს: “The Best a Men Can Be”. 90-წამიანი რეკლამა თანამედროვე მამაკაცების პრობლემაზე საუბრობს – მათ დემონიზებაზე, ბულინგის, ძალადობის ბრალდებებზე…

 

კამპანიის სურვილია, მხარი დაუჭიროს მამაკაცებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო მხარე. ამ მიზნით, კომპანია, მომავალი სამი წლის მანძილზე, ყოველწლიურად, ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლიც, რომელიც თანამედროვე მამაკაცების პრობლემებზე გვიყვება.

 

განხილვა