თანამედროვე ტექნიკა საგრძნობლად აბრკოლებს ცოცხალ ურთიერთობებს. აღმოჩნდა, რომ თინეიჯერების უმეტესობა Google–ში ეძებს ინფორმაციას და კითხვებზე პასუხს, არადა, მამებს გაცილებით უკეთესი რჩევების მიცემა შეუძლიათ. ამ თემაზე, Gillette–მა, მამის დღესთან დაკავშირებით, ემოციური ვიდეო შემოგვთავაზა.
ექსპერიმენტის ფარგლებში, ბიჭებს სთხოვეს, რომ კითხვებზე პასუხი Google–ში მოეძიებინათ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ყველაფერზე იყო, მაგრამ როდესაც მამას დაუსვეს იგივე კითხვა, გაცილებით საინტერესო პასუხები მიიღეს. ამ პროცესში მამებმა და ვაჟებმა კარგად იხალისეს, უფრო დაახლოვდნენ და აღმოჩნდა, რომ მამის რჩევები გაცილებით სასიამოვნო და ადვილად დასამახსოვრებელია. მთავარი მაინც რეალური ურთიერთობებია.
https://www.youtube.com/watch?v=fmWRODY0ing
ვიდეორგოლზე სააგენტო Grey, New York–მა იმუშავა.












