in ,

ღიმილად ქცეული ცრემლები – მზრუნველი კამპანია Hansaplast–ისგან

სკვერებსა და საბავშვო მოედნებზე თამაში ბავშვობის ერთ–ერთი განუყრელი ნაწილია. თუმცა, გარდა იმისა, რომ ის ღიმილისა და ბედნიერების მომტანია, ხანდახან ცრემლებსაც გვრის ხოლმე მოულოდნელად წაქცეულ ბავშვებს. იმისთვის, რომ ამ ცრემლებმა პატარებს თამაშის განწყობა არ გაუფუჭოს, კომპანია Hansaplast–მა, რომელიც ლეიკოპლასტირს აწარმოებს, გადაწყვიტა ცრემლებისგან ისეთი რამ შეექმნა, რაც ბავშვებს აუცილებლად გააღიმებდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=DQm93sDWxh8

კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე სკვერში თავიანთი წარმომადგენლები დასვეს სახატავი აღჭურვილობით. როგორც კი წაქცეულ ბავშვს დაინახავდნენ, მაშინვე განსაკუთრებულ სიურპრიზს სთავაზობდნენ. ატირებული ბავშვები წაქცევის მომენტს აღწერდნენ, Hansaplast–ის მხატვარი კი მათი ცრემლების საშუალებით ამას ფურცელზე ცრემლის ფორმაში ხატავდა თან გვერდით ლამაზ წარწერას უწერდა და “დაზარალებულ” პატარას ჩუქნიდა. როგორც კი ბავშვი ფურცელზე ლამაზად დახატულ თავის ამბავს ნახულობდა, მაშინვე ეღიმებოდა და ნატკენი ავიწყდებოდა.

კამპანიამ ნამდვილად ბევრ ბავშვს დაავიწყა ტკივილი და კიდევ უფრო გაუხალისა მოედანზე თამაში.

რას ეძებს თქვენი შვილი ინტერნეტში? – Dove თინეიჯერი გოგონების თვითშეფასების შესახებ

Heineken-ის სრული აურზაური ქალაქის მიყრუებულ უბნებში – კამპანია #shapeyourcity