6
ოქტ
2015

ღიმილის საერთაშორისო დღე და ბარამბო თბილისის ქუჩებში

6 ოქტ 2015

ყოველწლიურად ოქტომბრის თვის პირველ პარასკევს მსოფლიოში აღინიშნება ღიმილის საერთაშორისო დღე.  2 ოქტომბერს ბარამბომ ერთი ჩვეულებრივი დღე თბილისელებისთვის ზეიმად აქცია.

“ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებით ღიმილის საერთაშორისო დღეს, წელს რამდენიმე გამზირზე მოეწყო დრამერების შოუ, დარიგდა ათასობით რძიანი შოკოლადის ფილა, ქუჩაში ადამიანები დატკბნენ, პოზიტიური განწყობა შეიქმნა და გაიღიმეს ბარამბოსთან ერთად“ – აცხადებს ბარამბოს პიარ მენეჯერი თაკო ნიბლაძე.

ვიდეო გადაიღო გივი მაღრაძემ.

განხილვა