5
Dec
2018

გინდა, უკეთესი ლიდერი გახდე?

5 Dec 2018

ხშირად ხდება ისე, რომ ლიდერებს სხვადასხვა გამოწვევის მიღება და გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა ურთულდებათ. მსგავსი სიტუაცია დგება მაშინ, როდესაც გუნდი ფართოვდება, კომპანიაში ძირეული ცვლილებები იჩენს თავს და სხვ. როდესაც კომპანია იზრდება, ლიდერმა არა მხოლოდ უფროსის, არამედ ერთ-ერთი შთამაგონებელი თანამშრომლის როლიც უნდა მოირგოს. ეს კი სულაც არ არის მარტივი, პირიქით, იგი დიდ შრომას უკავშირდება. სწორედ ასეთ მომენტებში, საჭიროა, თანამშრომლებთან გრძელვადიანი და საინტერესო ურთიერთობების დამყარება.

statiebi-bog
statiebi-bog

 

წარმოგიდგენთ 5 ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ, იყოთ უკეთესი ლიდერი:

გამოყავით დრო მათ მოსასმენად.

ამბობენ, რომ ორი ყური და ერთი პირი უმიზეზოდ არ მოგვეცა. როგორც ლიდერი, ეცადეთ, მეტი ისმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. დღის წესრიგის შემოწმებამდე, შეამოწმეთ, როგორ არის თქვენი გუნდი – სად არიან და რის შესახებ ფიქრობენ, მხოლოდ ამის შემდეგ გადადით საქმეზე. კარგად შეამოწმეთ, ნამდვილად გესმით მათი? თუკი ისინი ისაუბრებენ და თქვენში შედეგს ვერ დაინახავენ, საუბრის სურვილი საერთოდ დაეკარგებათ.

არა ვალდებულება, არამედ თანხმობა.

მარტივია ყვირილით საქმის მოგვარება. ხმის აწევა, თვალების დაქაჩვა, წარბების შეკვრა სწორედაც რომ აიძულებს თანამშრომლებს აკეთონ ის, რასაც თქვენ ეტყვით. თუმცა, ეს მხოლოდ ვალდებულება იქნება და არა შეთანხმებაზე დაფუძნებული ქმედება. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ისინი თქვენგან ნაკლებ საფრთხეს იგრძნობენ, თავიანთ წარსულ ქცევას დაუბრუნდებიან და აღარ გააკეთებენ ისე, როგორც ეუბნებით. თუკი თქვენ რაიმეს აიძულებთ, ისინი ავტომატურად დაიწყებენ სხვა სამსახურის ძებნას.

თქვი, რა მოლოდინები გაქვს.

სანამ საქმეზე გადახვალ, გამოხატე, რა მოლოდინები გაქვს. ხშირად ხდება, როდესაც უფროსებს შედეგი არ მოსწონთ, თუმცა, დასაწყისში მათ არც იცოდნენ, რას ელოდნენ თანამშრომლებისგან.

არ მართო, უბრალოდ ურჩიე.

როდესაც თანამშრომლებს რაიმე არ გამოსდით, კარგი ლიდერები ყოველთვის ეკითხებიან, თუ რატომ მოხდა ეს, რა ხერხი სცადეს? პირიქით, რა არ სცადეს? ვის შეუძლია მისი დახმარება? სად შეიძლება იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც დაეხმარება? და ა.შ

გამოხატეთ თანაგრძნობა. 

აუცილებელია თანამშრომლების პირადი ცხოვრებისადმი ტოლერანტობის გამოხატვა. ისინი ხომ ადამიანები არიან, არც თუ ისე მარტივი ცხოვრებით. თუკი მათ მისცემთ გარკვეულ დროს, იზრუნონ პირად საჭიროებებზე, სამსახურეობრივ მოვალეობასაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

იყო კარგი ლიდერი, არ გულისხმობს, რომ ყველაფერი უკუღმა წავა. პირიქით, ეს მოგეხმარება, იყო გუნდისთვის სამაგალითო. თანამშრომლებისთვის პატივის ცემა და დაფასება ხომ არასდროს ყოფილა სამარცხვინო.

წყარო: Inc.com



განხილვა