in

ნახეთ: ყველაზე უცნაური ფოტოსურათები გინესის მსოფლიო რეკორდების არქივიდან

ყოველწლიური წიგნი პირველად 1955 წელს გამოიცა

მაისი ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი პერიოდია – ის ფოტოგრაფიის საერთაშორისო თვედ იწოდება. ამასთან დაკავშირებით გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის არქივიდან რამდენიმე ყველაზე საოცარი ფოტო გამოქვეყნდა. ზოგიერთი ფოტოსურათი იშვიათ და წარმოუდგენელ ბუნებრივ მოვლენებს აღბეჭდავს, ზოგი კი დოკუმენტურად ასახავს ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად უსარგებლო საქმეს აკეთებენ.

გინესის მსოფლიო რეკორდების ყოველწლიური წიგნი პირველად 1955 წელს გამოიცა. წიგნებში მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე შოკისმომგვრელი და გასაოცარი ფოტოსურათებია წარმოდგენილი. თითქოს დაუჯერებელიც კია ის, რასაც ვხედავთ – ყველაზე წელვადი კანი, ყველაზე შორეული თვალის კაკალი თუ თვალიდან გადმოსხმული რძე…

ყველაზე მაღალი კაცი
ყველაზე მაღალი ძაღლი
ყველაზე მძიმე ობობა
ადგილმდებარეობის ყველაზე გრძელი დასახელება
თვალიდან ჭიქაში რძის ჩასხმა
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ცხენი
ყველაზე მეტი ტატუს მქონე ადამიანები
ყველაზე მძიმე მარჯვენა ხელის აწევა
კონუსზე დაბალანსებული ყველაზე მეტი ნაყინის ბურთულა
ყველაზე მეტი ოსკარი გრიმის კატეგორიაში
ყველაზე მაღალი მართვადი მოტოციკლი

ყველაზე წელვადი კანი

ულტრათხელი ლითიუმის მეშვეობით შექმნილი ბატარეა უფრო დიდხანს ცოცხლობს

მეცნიერებმა სიცოცხლის ხანგრძლივობის 23%-ით გაზრდის გზას მიაგნეს!