in

თბილისში Gino Freeport Fashion Outlet იხსნება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, Gino Freeport Fashion Outlet, 2021 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. დაახლოებით, 8000 კვ/მ-ზე 76 სავაჭრო ობიექტი, რესტორნები და კაფე-ბარები განთავსდება. მოლაპარაკებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო, მსოფლიოში პოპულარულ მოდის ბრენდებთან უკვე მიმდინარეობს. პროექტს, Gino Holding, ბრიტანულ Freeport-თან ერთად ახორციელებს. კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, 16 აუთლეტს მართავს, მათ შორის: საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბრიტანეთში და უხელმძღვანელებს Gino Freeport Fashion Outlet-საც.

BOG
BOG

პროექტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Freeport-ის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია, ცენტრი საშოპინგე სივრცის გარდა, ოჯახებისა და მეგობრებისთვის გასართობ თუ დასასვენებელ ადგილად აქციოს. აუთლეტი Gino Green City-ის შემადგენელი ნაწილია, უკვე მოქმედ აკვაპარკთან და მშენებარე სასტუმროსთან ერთად.

Gino Freeport Fashion Outlet-ის პრეზენტაცია
ნოდარ გიორგაძე/ Gino Freeport Fashion Outlet-ის პრეზენტაცია
Gino Freeport Fashion Outlet-ის პრეზენტაცია
ნოდარ გიორგაძე, კრის მილიკენი, ირაკლი ფხალაძე/Gino Freeport Fashion Outlet-ის პრეზენტაცია

ნოდარ გიორგაძე (Gino Holding-ის დამფუძნებელი): Gino Freeport Fashion Outlet-ის მშენებლობას 2020 წლის მარტში ვიწყებთ. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახლა დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან მის დამტკიცებას ველოდებით. არ გვგონია, რაიმე პრობლემა შეიქმნას. შესაბამისად, დროულად დავიწყებთ და ჩვენი გათვლებით, 2021 წლის აპრილში გავხსნით. რაც შეეხება პროექტის საჭიროებას, დღეს, კლასიკური გაგებით აუთლეტი კავკასიაში არ არსებობს, არამც თუ საქართველოში. ყველაფერი თავიდანვე დეტალურად გავთვალეთ, ავწონდავწონეთ. მივხვდით, რომ თბილისის ზღვის ტერიტორია საუკეთესო გამოსავალი იყო – ქალაქის დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მაგრამ დისტანციის მიხედვით, ახლოს. საბოლოოდ ძალიან კარგ კომპლექსს მივიღებთ – სავაჭრო ცენტრი, გასართობი კომპლექსი და სასტუმრო. მშენებლობა რომ დასრულდება, აუთლეტს, Freeport უხელმძღვანელებს, რომელიც ამ მიმართულებით, მართლაც, გამორჩეული კომპანიაა.

რაც შეეხება თავად აუთლეტს . . . 

ნ.გ. : საერთო გასაქირავებელი ფართი, დაახლოებით, 7 800 კვ/მ-ია. აქ განთავსდება 76 სავაჭრო ობიექტი, გარდა ამისა: რესტორნები, კაფეები, ბარები. ცენტრს ექნება თავისი პარკინგი – გარე ტერიტორიაზე 600-მდე, მიწისქვეშ კი 180-მდე ადგილი. Gino Freeport Fashion Outlet-ით ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული. ამ პროექტის საერთო ინვესტიცია, დაახლოებით, 11 მილიონი ევროა. ბევრი ჩემი კოლეგა დამიკავშირდა, მაგალითად, სომხეთიდან, სურთ, მათაც ჩადონ გარკვეული თანხა. ჩვენი მიზანიც ეს არის – აუთლეტი იყოს არამარტო საქართველოს მოსახლეობისთვის. გვინდა, აქ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც შემოვიყვანოთ, როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლების თვალსაზრისით. მაინც ტურისტული ქვეყანა ვართ, ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსპექტივა სწორედ ამ სფეროშია. ტურიზმი კი უშუალოდ შეხებაშია  აუთლეტთან. სწორედ ამიტომ თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი – მას, ტურიზმის განვითარების კუთხით, საქართველოს ერთ-ერთ ბრილიანტად ვთვლი. აქ აუცილებლად ჩამოვლენ ტურისტები კავკასიიდან, ევროპიდან, მოეწყობა მასშტაბური ტურები. თუ მოთხოვნა გაიზრდება, აუთლეტის ტერიტორიასაც გავაფართოებთ, ესეც გათვალისწინებული გვაქვს.

Green City  და აუთლეტიც, თბილისის ზღვის მიმდებარედ შენდება. ეს პროექტი, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ჯდება ამ ტერიტორიის ეკოსისტემაში? 

ნ.გ. : თბილისის ზღვა უნიკალური ადგილია. თავისი ხედებით, ეკოლოგიით. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ თავისი ლანდშაფტური ზონებით, თავისი ტერიტორიებით. აქ უნდა იყოს დაბალი ინტენსივობის თანამედროვე, სმარტ და მწვანე ტექნოლოგიებზე აწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა განაშენიანება, რომელიც არ დაარღვევს ეკოსისტემას, არ დააბინძურებს წყალს. საერთოდ, გვგონია, რომ თბილისის ზღვას, გარშემო, გარკვეულ ფართობზე, სასეირნო, სარბენი ზოლი შემოერტყას. ეს უნდა იყოს ძალიან მოვლილი, სუფთა დასასვენებელი, გასართობი ზონა. ჩვენი ყველა პროექტი და მათ შორის, ბუნებრივია Green City-ც, ამ კუთხით, აბსოლუტურად გამართულია. აუთლეტიც, აკვაპარკიცა და მშენებარე სასტუმროც მთლიანად ევროპული ინვესტიციაა, ევროპული ბანკების დაფინანსებით ხორციელდება და ეკოლოგიასთან, ოდნავ მაინც კონფლიქტში რომ იყოს, თანხას აქ, უბრალოდ, არავინ ჩადებს. ამიტომ, მინდა ყველა დავარწმუნო, რასაც კი ვაშენებთ, ყველაფერს ეკოლოგიური ნორმებისა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ვაკეთებთ.

რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია Gino Freeport Fashion Outlet? 

ნ.გ. : ეს აუთლეტი, საქართველოში ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას კარგ ფასად შეიძინოს ცნობილი ბრენდების სამოსი, აქსესუარები და ა.შ. ჩვენ ჯერ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც შემოსავლები მაღალია. ამიტომ საინტერესო იქნება აუთლეტის პრინციპი – ხელსაყრელი ფასები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვა. მათ, საქართველოში და განსაკუთრებით, დედაქალაქის სიახლოვეს, ნამდვილად სჭირდებათ ასეთი ობიექტი. აქ ტურისტები ჩამოვლენ კავკასიიდან, ევროპიდან არა მხოლოდ კულტურის, ისტორიის, კულინარიის გასაცნობად, არამედ მსოფლიო ბრენდების კარგ ფასად შესაძენადაც. ისინი გაჩერდებიან სასტუმროებში, შევლენ რესტორნებში, ისარგებლებენ ტრანსპორტით. ეს ყველფერი ხომ ქვეყნის შემოსავალია. Gino Freeport Fashion Outlet-ის სინერგია უზარმაზარია. გახსნიდან, ერთი წლის თავზე, ჩვენი გათვლებით, მინიმუმ, 600 000 ვიზიტორი ეყოლება აუთლეტს. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და აქედან, მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტი იქნება.

[R]

Google Assistant ბავშვებს ზღაპრებს მშობლის ხმით წაუკითხავს

BetterFly DDB-ს გენერალური მენეჯერი დავით ბალიაშვილი გახდა