in

GINO paradise – სამოთხე დედამიწაზე უკვე თბილისში

გუშინ მეგობარი დამიკავშირდა, მთხოვა ახალი აკვაპარკის გახსნაზე გავყოლოდი. გახსნა 8 საათზე იყო დაგეგმილი. სწორედ ამ დროს იყო ფეხბურთიც თბილისის დინამოსა და ტოტენჰემს შორის.

მეგობრის თხოვნა რომ არა, გაუგებარია რატომ უნდა წახვიდე “რაღაც” აკვაპარკის გახსნაზე, მარკეტერშიც გადავამოწმე და არავინ იცოდა დაზუსტებით რა იხსნებოდა, არც არავის გამოუგზავნია რელიზი (ეს ძალიან ცუდია და ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ მომავალში). მოკლედ, ძალიან ცუდის ნახვის მოლოდინით ჩავსხედით მანქანაში და გავეშურეთ. ცოტა ხანში ძალიან დიდი კონსტრუქცია დავინახეთ და ეს იყო პირველი WOW.  როგორც შემდეგ გაირკვა, მას “ტოპოგანს” ეძახიან.

ოფიციალური გახსნის შემდეგ შიგნით გადავინაცვლეთ. დარბაზში ორიგინალურად გაფორმებული ალაფურშეტი დაგვხვდა. განსაკუთრებით ეს საზამთრო წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშს.

პროექტი სრულად მომავალ ზაფხულს დასრულდება, ეს კი პროექტის მაკეტია.

დარბაზიდან ეზოში გადავინაცვლეთ, უკვე ბნელოდა და ეზოში საკმარისი განათება არ იყო.ეს პრობლემა მალევე გამოსწორდა. ეზოში არც მეტი არ ნაკლები ხელოვნური ზღვა გველოდა, თავისი ხმითა და ტალღებით. ეს იყო მეორე WOW. 🙂

სცენაზე პროექტის ავტორი და შემსრულებელი – ნოდარ გიორგაძე მიიწვიეს. როგორც გავარკვიეთ, კომპლექსის სახელიც სწორედ მისი სახელის ინიციალებიდან გამომდინარეობს – GINO ანუ გიორგაძე ნოდარი. მისი გამოსვლიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ეს წინადადება:

“ჩვენ გთავაზობთ რეგიონში ცხოვრებისა და დასვენების ახალ სტილს”

კომპლექსში სულ 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ტერიტორიაზე განთავსებულია რამოდენიმე ბასეინი, რესტორანი და სასტუმრო. კომპლექსი ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება დამსვენებლებს.

საბოლოო ჯამში თბილისს ერთი ახალი, მეტად საინტერესო და ევროპული დონის კომპლექსი შეემატა, აღსანიშნავია ისიც, რომ Gino Paradise-ის მიერ სპეციალურად შემოთავაზებული ფასთა გამით კომპლექსი ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია

იყავი ბიბლუსელი, დაიცავი გარემო!

მერსედესმა ჰიტლერი ბავშვობაშივე “გაჭყლიტა”