in

ქართული ბრენდის USB კაბელი, რომლის გამოც Apple-მა Amazon-ს მისწერა

USB კაბელის ყველაზე სუსტი ნაწილი მისი ბოლოებია, რომელიც ხშირი მოხრისას, დროთა განმავლობაში, ზიანდება და საბოლოო ჯამში, წყდება. ორიგინალი კაბელი, ერთ დღესაც, თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და ასე იწყება სხვადასხვა კაბელთან ურთიერობის დაუსრულებელი პროცესი.

მობილური აქსესუარებისა და ტექნიკის ქართული მაღაზია „ჯინვენტორის“ გუნდმა გადაწყვიტა, საქართველოში ისეთი კაბელები შემოეტანა, რომელიც არ გაფუჭდებოდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, კაბელების სხვადასხვა საწარმოს გამოცდის შემდეგ, ყველას OEM ჩინური ქარხნის მოწოდებული პროდუქცია ამჯობინა და საბოლოოდ, პირველი ქართული ბრენდირებული USB კაბელის გაყიდვაც დაიწყო.

ჩვენს კაბელს სუსტი წერტილების გაძლიერებული დაცვა აქვს – ელასტიური ფიქსატორი. ასევე, კაბელებს შორის მოთავსებული კევლარის ძაფი. კევლარი მისი მაღალი სიმტკიცის გამო მოგეხსნებათ, ჯავშანჟილეტებში გამოიყენება, რადგანაც იგი არ ატარებს ტყვიას. ამის გამო, კაბელი იმდენად ძლიერია, რომ მისი დახმარებით, ავტომობილის ჩაბუქსირებაც კი შესაძლებელია, – სანდრო ლილუაშვილი, Ginventor-ის დამფუძნებელი. 

M: სანდრო, რა კრიტერიუმებს ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ „ჯინვენტორის“ USB არ არის მავნე ელემენტისთვის? კონკრეტულად, რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს პროდუქტი?
ჩვენი კაბელების ხარისხის გადასამოწმებლად მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კომპანია edison.ge-ს მივმართეთ. კომპანიამ სპეციალური ხელსაწყო დაგვიმზადა, რომლის საშუალებითაც კაბელის გამტარიანობასა და სმარტფონთან მის თავსებადობას ვზომავთ. ხელსაწყო ჩვენი ნოუჰაუა და მხოლოდ „ჯინვენტორის“ პროდუქციის გადამოწმებისთვის გამოიყენება.M: როგორც ვიცით, „ჯინვენტორის“ იუ ეს ბი კაბელი არა მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთაც გადის… როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
ჩვენი პროდუტი ჩვენს ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში (კოსტავას #75) იყიდება. პროდუქტი, ასევე, ამერიკის „ამაზონზე“ გაგვაქვს. საქართველოში, ჩვენს პროდუქციას, საშუალოდ, 30%-ით უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე ამერიკაში.

როგორც კი „ამაზონზე“ ჩვენი პროდუქტის გაყიდვებმა დღეში 10 ცალს მიაღწია, ვფიქრობთ, ინდექსაციაში მოვხვდით, Apple-მა „ამაზონს“ მისწერა, რომ ჩვენ მათ მიერ სერტიფიცირებული არ ვიყავით, რის გამოც ლისტინგი შეგვიჩერეს. ამჟამად, მიმოწერის ეტაპი მიმდინარეობს, OEM ქარხანასა და „ამაზონს“ შორის.

M: როგორ ხედავთ პროდუქტის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში და რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?
მალე ვგეგმავთ, ანდროიდის კაბელები შევიტანოთ „ამაზონზე“, სადაც ანალოგიური პრობლემები არ შეგვექმნება. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, გვინდა, წარმოება ჩინეთიდან საქართველოში გადმოვიტანოთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და დავამტკიცოთ, რომ საქართველოში ხარისხიანი იუ ეს ბი კაბელების წარმოება შესაძლებელია.

„ჯინვენტორი“ კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მუდმივად ეძებს ტექნოლოგიურ სიახლეებს, ისინი საქართველოში შემოაქვს, ტესტავს მათ და ამის შემდეგ, მომხმარებლებს სთავაზობს. საბოლოო ჯამში, ყველა მაღალხარისხიანი და გამოცდილი პროდუქტი „ჯინვენტორის“ სახელით დაიბრენდება და შეძლებისდაგვარად, საქართველოში მის წარმოებას დავიწყებთ.

საწუწნი კანფეტების ბრენდი უზნეო ადამიანების წინააღმდეგ

გიორგი ავალიანი და ნიკოლოზ კუმბარი 0-დან იწყებენ ახალ საქმეს – Holy Motors