გიორგი ანჩაბაძემ ნიკორაში მოღვაწეობა ღამის ცვლის მუშის პოზიციიდან დაიწყო. პარალელურად, დღის განმავლობაში, მაგისტრატურაზე სწავლობდა. მისი გულმოდგინება კომპანიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია და საკმაოდ მალე გადაინაცვლა ერთ-ერთი დიდი ხაზის უფროსად. ამის შემდეგ გიორგიმ კიდევ რამდენიმე კარიერული საფეხურის გავლა შეძლო. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გამოცდილება ამჟამინდელი ფუნქციების შესრულებაში გამოიყენა – მან უკვე იცოდა წარმოებასთან დაკავშირებული დეტალები, ფლობდა პროდუქტზე ამომწურავ ინფორმაციას, რაც გაყიდვების დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანად დაეხმარა… “მჯერა რომ “ნიკორა ტრეიდის” წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის,”- გიორგი ანჩაბაძე “ნიკორა ტრეიდის” სავაჭრო განყოფილების კატეგორიის მენეჯერი.