12
Jun
2019

„ამ რეკლამამ მინდა, გაიხაროს“ – გიორგი ავალიანი კამპანიებზე, კანის ლომს რომ იმსახურებს

12 Jun 2019

17-21 ივნისს, შემოქმედებით ინდუსტრიაში მსოფლიო მოვლენა, კანის კრეატიული ფესტივალი – Сannes Lions 2019, უკვე 66-ედ გაიმართება… ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ყველაზე ემოციურმა, ხმაურიანმა, ეფექტურმა, გამბედავმა, მარტივმა, თუმცა ამავდროულად, გენიალურმა კამპანიებმა, რაც დათესეს, ის უნდა მოიმკან და კრეატიული სფეროს უმაღლესი ჯილდო – კანის ოქროს ლომი მოიპოვონ.

21 ივნისს, ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენამდე, გადავწყვიტეთ, ქართული სააგენტოების წარმომადგენლების პროგნოზი მოგვესმინა: წელს, რომელი კამპანიები მოიგებს კანის ლომს?

გიორგი ავალიანი, – Holy Motors-ის თანადამფუძნებელი:

„სკიტლსის“ სუპერბოულის თანადროულმა რეკლამამ მინდა, გაიხაროს – ბროდვეიზე მიუზიკლის ფორმით რომ დადგეს. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი შოუ გამართეს, მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან აბსურდული ეგზისტენციალური სანახაობა გამოვიდა კეთილხმოვანი Michael C. Hall-ით მთავარ როლში. საკმაოდ ავანგარდული სისულელეა, ეფექტური კომუნიკაციისთვისაც მისწრება და მოსაყოლადაც სალაღობო.

კორონას ასაწყობი ქილები – ცელოფნის საჭიროებას რომ აქრობენ და რამდენსაც გინდა, იმდენს აკინძავ ერთად. ინდუსტრიული შემოქმედებითობის დიდებული მაგალითია – წარმოების პროცესის ყველა ეტაპი როგორ შეიძლება ასახავდეს ბრენდის განვითარების ჯანსაღ ხედვას, ძალიან თვალსაჩინოდ გვაჩვენებს. თან ამ „გამჭრიახი“ ქილების დამზადების გეგმები გაასაჯაროეს და იმედია, დაბინძურების საყოველთაო დონეს ლოთები ოდნავ მაინც გააუმჯობესებენ.
Watch video!

განხილვა