კრეატიულ სააგენტო რედბერიში სიახლეა, სააგენტოს Agency Head-ის პოზიცია გიორგი აზალაძემ დაიკვა. გიორგის კარიერული გზა თითქმის სრულად უკავშირდება კრეატიულ სფეროს. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სააგენტოებში — Meta Agency-ში Account Manager-ის პოზიციაზე, შემდეგ იგივე პოზიციაზე Windfor’s Tbilisi-ში, იყო Account Director Hans & Gruber-სა და Making Science Sweeft-ში, რის შემდეგაც, ორი წლის წინ, რედბერის გუნდს შეუერთდა, როგორც Client Services Director.
უფრო დეტალურად, ახალ პოზიციასა და სამომავლო გეგმების შესახებ რედბერის მმართველი პარტნიორი და რედბერის Agency Head თავად საუბრობენ:
ლევან კეცხოველი, რედბერის მმართველი პარტნიორი: „გიორგის დანიშვნა Agency Head-ის პოზიციაზე ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგებისა და ლიდერობის, რაც მან ბოლო ორ წელში აჩვენა. გიორგი და გუნდი, რომელიც მის ირგვლივ ჩამოყალიბდა, სააგენტოში აგრძელებენ იმ შემართებასა და კრეატიულ მუხტს, რაც რედბერის დაარსების დღიდან გამოარჩევს და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს საქმეში — ეს არის ის, რის გამოც გვიყვარს ჩვენი პროფესია. გვინდა, ამ ენერგიას მივცეთ მეტი სივრცე და პასუხისმგებლობა, რადგან გვჯერა, რომ ეს გუნდი, გიორგის ხელმძღვანელობით, ჩვენს საკომუნიკაციო მიმართულებას კიდევ უფრო გააძლიერებს“.
გიორგი აზალაძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი დიდი გზა უკვე გავიარე და ახლა ახალი თავგადასავალი იწყება — რედბერის ახალ სივრცეში, ახალი პოზიციით. ეს პოზიცია ჩემთვის ნიშნავს ნდობას, პასუხისმგებლობას და მოტივაციას — გავაგრძელო ის, რაც უკვე აშენდა, და კიდევ უფრო გავაძლიერო სააგენტოს სერვისები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც მთავარია, ამაზე ვიმუშაო იმ განსაკუთრებულ გუნდთან ერთად, რომელიც შეყვარებულია საკუთარ საქმეზე და ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ შექმნას ახალი, გამორჩეული პროდუქტები.
Redberry-ის მთავარი ხელწერა — შექმნას წარმატებული კამპანიები გამორჩეული Digital Solution-ებით — კვლავ რჩება ჩვენს ერთგულად შენარჩუნებულ სტანდარტად და სწორედ ამ უნიკალურ მიდგომაზე დაყრდნობით ვაგრძელებთ განვითარებას“.
სამომავლო გეგმების შესახებ:
გიორგი: „ჩვენი მთავარი ამბიციაა, რომ Redberry ჩამოყალიბდეს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და გამორჩეულ სააგენტოდ. გვინდა, რომ ჩვენგან შექმნილი კამპანიები შედეგზე ორიენტირებასთან ერთად, დადებით ზეგავლენას ახდენდნენ გარემოზე, სამიზნე აუდიტორიაზე და ქმნიდნენ ძლიერ, ავთენტურ კავშირს ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ეს ჩვენი გრძელვადიანი მიზანია.
გარდა იმისა, რომ კლიენტებთან ერთად ვმუშაობთ საკომუნიკაციო და ციფრულ პროექტებზე, მეტი ყურადღება გვინდა დავუთმოთ საკუთარ პროდუქტებს — სერვისებსა და ახალ წამოწყებებს, რომლებიც კრეატიული ექსპერიმენტების ახალ ტერიტორიებსა და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. Redberry-ში შეკრებილი გამორჩეული კომპეტენციების მქონე გუნდი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს“.
ლევანი: „ამ სამომავლო გეგმების მიღწევაში, როგორც აქამდე, მეც და გაგაც აქტიურად ვრჩებით ჩართულები. როგორც საკომუნიკაციო, ისე ციფრული პროდუქტების მიმართულებით რედბერი გადის განვითარების საინტერესო ეტაპებს. დღეს გვყავს კლიენტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში, აქტიურები ვართ ლოკალურ ბაზარზეც და ჩვენი ენერგიები კვლავ სრულად ჩართულია რედბერის გამოწვევების დაძლევასა და კომპანიის ზრდაში“.
[R]