in ,

გიორგი ჩუბინიშვილი–m|group-ის ხელმძღვანელი

                                                                                                         chubinishvili

 პასუხისმგებლიანი, გამგებიანი, სპორტული, კომუნიკაბელური და თბილი“– ასე აღწერს თავის თავს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ-ჯგუფ m|groupის ხელმძღვანელი გიორგი ჩუბინიშვილი.

Description: http://marketer.ge/wp-includes/js/tinymce/plugins/wordpress/img/trans.gif

უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ევროპაში ტრენინგზე გავემგზავრე,  McDonald,s-ი  იხსნებოდა და ამის მაგალითზე სარესტორნო სფერო უნდა შემესწავლა.  ევროპიდან დაბრუნების შემდეგ  მეგობრებთან ერთად, ბაკურიანში სასტუმრო ავაშენე და ასე დაიწყო ჩემი ბიზნეს სფეროში მოღვაწეობა“.

წარმატებული პროექტების განხორციელების შემდეგ,  ისევ მეგობრებთან   ერთად  გადაწყვიტა სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ-ჯგუფი ჩამოეყალიბებინა, რომელშიც დღეისთვის რამოდენიმე კვების ობიექტი და ერთი სასტუმრო ერთიანდება. დიდი შრომისა და წვალების შედეგად, კომპანია  m|groupმა ქართულ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა.

„ბავშვობაში ვერასდროს წარმომედგინა თუ მსგავს საქმიანობაში ჩავებმებოდი. მაშინ რთული და ბუნდოვანი პერიოდი იყო, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არსებობაზე ფიქრით უფრო ვიყავით დაკავებული, ვიდრე მომავალზე ფიქრით“.

ექსტრემალური სპორტით გატაცებული გიორგი ჩუბინიშვილი ფიქრობს, რომ ჰობი ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება: აძლევს ხალისს, ძალას, ენერგიას, რომ გაიმარჯვოს და მიზანს მიაღწიოს.  ყველაზე დიდ მიღწევად კი ოჯახის შექმნასა და შენარჩუნებას მიიჩნევს. ” ოჯახი არის ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი  ყველა ეტაპზე, ამიტომ მისი შექმნა და სწორად წარმართვა  დიდ მიღწევად მიმაჩნია“.

რთულ პერიოდად ახალგაზრდობის წლები აგონდება, როდესაც ბევრი მეგობარი დაკარგა. ამ ფაქტმა დიდი  გავლენა მოახდინა მის ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაზე. თავისი მუშაობის სტილს არწერს, როგორც მოწესრიგებულს.  პირველი სამუშაო ამერიკაში იყო, სადაც მებაღედ მუშაობდა. მაშინ აიღო პირველად საკუთარი ფული, რომელიც 25 დოლარს შეადგენდა.

წარმატებაში აერთიანებს ფინანსურ მდგომარეობას, სამსახურეობრივ მდგომარეობას და მის შედეგს, ოჯახს, მეგობრებს და ბედნიერების განცდას. „ბედნიერი უნდა იყო, რომ იყო წარმატებული“

თავსაც წარმატებულ ადამიანად მიიჩნევს, თუმცა ჯერ ეს ყველაფერი არ არის რისი მიღწევაც  საბოლოო ჯამში სურს. ამაზე კი დიდი გავლენა გარემომ და ცხოვრებისგან მოცემულმა შესაძლებლობებმა მოახდინა, რომელიც როგორც ჩანს სწორად გამოიყენა.

იდეალურ კომპანიას ასე უყურებს: მომგებიანი, გუნდური მუშაობის მაღალი დონე, სწორად შერჩეული კოლექტივი, ყველა თავისი საქმის პროფესიონალურად გამკეთებელი.

„მსფოლიოში  წარმატებული ბრენდებიდან  Coca-Cola-სა და  McDonald,s–ს გამოვარჩევდი, მომწონს მათი მართვის სტილი“.

m|groupის წარმატება მისი და მისი მეგობრების შრომისმოყვარეობამ, პასუხისმგებლობის გრძნობამ და დაუზარებლობამ განაპირობა. კონკურენტულ გარემოს კომპანია კვების უსაფრთხოებით, ხარისხითა და კვალიფიციური პერსონალით უმკლავდება.

საქართველოში ბიზნესის ყველაზე დიდ პრობლემად პროფესიონალი კადრების დეფიციტს მიიჩნევს.

რჩევა:

„ ბიზნესში მომუშავე ადამიანი არ უნდა იყოს ზარმაცი. ახალბედა კომპანიებმა ბევრი უნდა იშრომონ და სწორი ანალიზი გაუკეთონ ყველაფერს, რათა ბაზარზე ადგილის დამკვიდრება შეძლონ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ფირუზ თეფშს არ გამაიცვლი”? – მაგთისატის რეკლამა

მოძრავი WIFI ცხოველების ყელსაბამზე