ვლოგერ გიორგი დანელიას YouTube არხს უკვე 100 000 გამომწერი ჰყავს. მადლობის ნიშნად, მან, თითოეულ „საბსქრაიბერს“, უწყვეტად, 100 000-ჯერ უთხრა „მადლობა“, რისთვისაც, ჯამში, 15 საათი და 33 წუთი დასჭირდა. ეს ვიდეო ჯერ გადაიღო, შემდეგ კი „ლაივ“ რეჟიმში, თავის YouTube არხზე გაუშვა.
„დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გადამეხადა მადლობა გამომწერებისთვის, რადგან სწორედ მათი წყალობით გახდა ჩემი არხი ის, რაც არის. იყო ბევრი სხვადასხვა ვერსია „100K Special ვიდეოზე“ – ეს ერთგვარი ტრადიციაა „იუთუბზე“. ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარება ბევრი კარგი იდეის განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა. შესაბამისად, გადავწყვიტე, ასე, ჩემი თითოეული გამომწერისთვის გადამეხადა ინდივიდუალური მადლობა, ნებისმიერ ფასად“.












