in

„იღბლის არა, უფრო ინერციის ამბავია…“ – გიორგი ყიფიანის გარდამტეხი გადაწყვეტილება

M2
M2

საუკეთესო გადაწყვეტილება… გარდამტეხი ალბათ უფრო შესაბამისი სიტყვა იქნებოდა, ამ შემთხვევაში. ასეც იყო, სწორედ გარდატეხა მოხდა, როდესაც მარტომ გადავწყვიტე ცხოვრება და სწავლა უცხო ქვეყანაში. წინაპირობა ალბათ იყო ბევრი პრობლემა, რომელიც იმ დროისთვის მქონდა – დაკარგულობა და კონკრეტული ინტერესის იდენტიფიცირება ცხოვრებაში. ალბათ, ყველაზე ცუდი რამ სწორედ ეგაა… ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასეა. იქ ეს პრობლემები მარტომ გადავჭერი და შევძელი ჩამოვყალიბებულიყავი, რა მინდა, ან რატომ ვარ საერთოდ იქ, სადაც ვარ.

ჰოლანდიიდან დაბრუნებულს გამიმართლა და მოვხვდი იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს ყოფნა. თუმცა, იმიტომ კი არ გამიმართლა, რომ იღბლიანი ვარ, არამედ, ინერციის ამბავია. მჯერა, თუ რაღაცას მთელი გულით და სერიოზულობით აკეთებ, სადღაც კარგში აუცილებლად აღმოჩნდები და შანსი მოგეცემა. ბუნებრივია, ამ შანსსაც გამოყენება უნდა. 

არ მქონდა რამე კონკრეტული მატერიალური სარგებლის მოლოდინი რომელიც დათვლილი ან გაწერილი იყო რამე ფორმულებით – უფრო ინტერესი მქონდა ალბათ მოტივაციის გაჩენის, რომელიც იქ ვიგრძენი, რომ ჩემში არსებობს და დღემდე იზრდება. ვთვლი, რომ სწორედ ესაა ყველაზე დიდი რამ, რასაც ცხვორებაში მივაღწიე. სხვა წარმატება მე არც მქონია. თუმცა მიმაჩნია, რომ მთავარ რამეს შევწვდი, საიდანაც გაცილებით დიდი პერსპექტივა ჩანს.

ფიქრი დავიწყე… მივხვდი რომ აქამდე არც ვფიქრობდი. ან თუ ვფიქრობდი, მხოლოდ ყოვედღიურ ბანალურ საკითხებზე. პასუხისგმებლობა ვიგრძენი საკუთარ თავთან, განსხვავებული პასუხისმგებლობა. ვიგრძენი, რომ ბევრი დრო სადღაც გავანიავე და შემრცვხა. ახლაც მრცხვენია. 

ზემოთ ინერცია ვახსენე. ნამდვილად კარგი სიტყვაა, ვინაიდან გრძელვადიან პერსექტივაში, სწორედ ინერციით მოვედი აქამდე. დღეს, რაღაც ისეთს ვემსახურები, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მახარებს და იმედს მაძლევს ეს ამბავი.

 

გიორგი ყიფიანი, საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი”

გიორგი კუხალაშვილის “არტისტული თერაპია”

მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების ახალი სიცოცხლე საქართველოში