„თბილისის ლოკომოტივმა“ დაუვიწყარი წუთები და ემოციები შექმნა. ევროტურნირებზე, ქართულმა კლუბმა, მასზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსის მქონე რუმინული „კრაიოვა“ და „მოსკოვის დინამო“ გამოთიშა ასპარეზობას. ვინ არის ასეთი მომენტების ავტორი, მხოლოდ ისინი, ვისაც მოედანზე ვხედავთ, თუ ისიც, ვინც ჩრდილშია?! რას ნიშნავს სპორტის მენეჯმენტი, როგორ შეიძლება, სპორტული კლუბისგან წარმატებული ორგანიზაცია ან ბიზნესი შევქმნათ და გუნდში, ტალანტებს მოტივაცია მივცეთ? – ამ თემებზე, „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ გენერალურ დირექტორ და „იოჰან კრუიფის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულ გიორგი ყიფიანთან ერთად ვსაუბრობთ!
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.