in

გიორგი ყიფიანი: „ბიჭებს, მატჩის დაწყებამდე, შინდისის გმირების კადრები ვაჩვენეთ“

მარკეტერის პოდკასტში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა ევროტურნირებზე, მოსკოვის „დინამოს“ შეხვედრამდე გასახდელში განვითარებული მოვლენების შესახებ, საინტერესო ისტორია გაიხსენა:

გიორგი ყიფიანი: „მახსოვს, ჩვენი მწვრთნელის სიტყვები, როცა ის თამაშამდე გასვლის წინ, ფეხბურთელებს ეუბნებოდა, რომ „ყველას ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს“. პარარელურად, გადიოდა შინდისის ბრძოლის გმირების რაღაც მონაკვეთი, სანამ ჩვენ თამაშზე გავიდოდით და ეს ვანახეთ ბიჭებს და ვუთხარით, რომ ამ ბიჭებს ჰქონდათ თავიანთი ბრძოლის ველი, სადაც დაამტკიცეს, თუ როგორ უყვართ თავიანთი ქვეყანა და დაიცვეს თავიანთი ქვეყნის ღირსება და გარეთ თქვენ შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ სიამოვნებით, თქვენ გააკეთებთ ამას იმ რაღაცით, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და გააკეთებთ ამას ფეხბურთის თამაშით. ჩვენ გარეთ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს და ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ის, რომ დღეს, დავრჩეთ გმირებად“.

საბოლოოდ, შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, როგორც ფინანსური, ისე სპორტული კუთხით, გაცილებით ძლიერი მოსკოვის „დინამო“ თბილისში დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა.

პოდკასტი სრულად:

რეკლამა თამაშით – „ინოვაციური პლატფორმა კომპანიებისთვის“

“თუ არ დაიწყებ, ვიღაც სხვა მოიფიქრებს, გააკეთებს და გული დაგწყდება” – “ბაბისიას” ილუსტრირებული ჩარჩოების ამბავი