in

რა გვჭირდება „დიდი ფეხბურთის“ თამაშისთვის? – გიორგი ყიფიანი

„პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ მოცემულობის სწორი იდენტიფიცირება. ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი ის კი არ არის, „ლივერპულსა“ და „ინტერს“ მოვუგოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, არამედ დავისახოთ სხვადასხვა მიზანი.

bog
bog-mob

მაგალითად, ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატზე შევძლოთ 2 000 -5 000-კაციანი მოედნების შევსება, ბავშვებისთვის სტადიონების მშენებლობა, ჩვენივე ფეხბურთელების შენარჩუნება და მათი მოვლა, მერე სწორედ ამ ფეხბურთელებით ბრძოლა, რაღაც ეტაპების გადალახვა ევროტურნირებზე და ა.შ. ამ ყველაფრის შექმნის შემდეგ შეგვიძლია, ეტაპობრივად, გავზარდოთ ამბიცია. გაკეთებულ საქმეს კი აუცილებლად უნდა დავარქვათ წარმატება. პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა დაარქვას მას წარმატება.

როგორ უნდა მივიდეთ აქამდე? ჩემი აზრით, პირველ რიგში გვჭირდება მოედნები, ეზოები, სადაც ფეხბურთს ითამაშებენ ბავშვები, რომ მასობრივი გახდეს ეს ყველაფერი. ამის მომდევნო ეტაპია,  ყველა მოთამაშე გუნდს ჰქონდეს 5  000 -10 000-კაციანი სტადიონი და აკადემიისთვის განკუთვნილი მოედნები, რომლებიც ასევე დაიტევს 300-მდე ფეხბურთელს. ბუნებრივია, აუცილებელია, ყველა გუნდში მუშაობდნენ კვალიფიციური მწვრთნელები და მენეჯერები,  გუნდებში წარმატებას სწორედ ისინი ქმნიან.  ასევე გვჭირდება, რომ საგანმანათლებლო სკოლები და საფეხბურთო აკადემიები იყვნენ მჭიდრო ურთიერთობაში, სწავლა და ფეხბურთი არასოდეს არ უნდა იყოს ერთმანეთის ალტერნატივა, პირიქით, ეს უნდა იყოს ერთიანი. და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, მე ვთვლი, რომ აუცილებელია გაჩნდეს ფინანსური რესურსი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ დროებით, შევინარჩუნოთ ფეხბურთელები, რომლებიც გამოიჩენენ თავს ადრეულ ასაკში. შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო ხვიჩა კვარაცხელია, ლევან ყენია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი არაბიძე, თორნიკე ოქრიაშვილი. ისინი რომ დღეს საქართველოში იყვნენ და ჩვენს ჩემპიონატში თამაშობდნენ,  შევძლებდით ევროასპარზზეც მიგვეღწია წარმატებისთვის. შემდეგ მათი გაშვება უკვე გაცილებით მარტივი და მართებული, მათი ტრანსფერ ველი კი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა“, – ამბობს საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი და „იოჰან კრუიფის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული გიორგი ყიფიანი.

გიორგი ყიფიანმა ამ და სპორტის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში ისაუბრა. თუ ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ, გთავაზობთ გადაცემის სრულ ჩანაწერს.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.

„ლიბერთის“ მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულებას ნინო ბერიძე უხელმძღვანელებს

სნუპ დოგი და დოგი დოგი Just Eat-ის კამპანიაში რეპავენ