in

გიორგი კვიტატიანი JWT Metro-ს აღმასრულებელი კრეატივ დირექტორი გახდა

გიორგი კვიტატიანის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო და JWT Metro-ს აღმასრულებელ კრეატივ დირექტორად მოგვევლინა. სანამ სანამ „მეტროს“ სადგურზე გაჩერდებოდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საკომუნიკაციო სააგენტო Hans & Gruber-ში კრეატიულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი McCann Tbilisi-ის სტრატეგიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.

„თუმცაღა ცვლილებების დრო მოვიდა და მეც დავიძარი. შედეგად, აღმოვჩნდი „მეტროში“, სადაც აღმასრულებელ კრეატივ დირექტორის როლს ჩავიბარებ“, — ამბობს გიორგი.

M: რა გეგმები გაქვთ — როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში რა იქნება პირველი, რასაც მეტროში გააკეთებთ?

პირველ რიგში, სააგენტოს საახალწლო პროექტების მომზადებაში შევეხიდები და დატვირთული წლის ჩახურვაში ჩემს წვლილსაც შევიტან. შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს. შემოქმედებითად სრულიად მზად ვარ იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც ჩვენს მზარდ და გამოწვევებით სავსე  სფეროში, არა მხოლოდ „მეტროს“, არამედ პირადად ჩემი წინსვლისთვისაც იქნება გადასადგმელი.

M: რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული თქვენთვის ეს ცვლილება? და პირიქით, კარიერულად რამდენად დადებითად აისახება ეს თქვენზე?

გამორჩეული კრეატივი, იშვიათად ნიჭიერი ხალხი, ხარისხზე ორიენტირებული და მასშტაბური პროექტები — ეს ის კომპონენტებია, რაც ჩემთვის „მეტროს“ ქმნის. შესაბამისად, ყოველი პროექტი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება, რათა, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ის პროდუქტი, რომელიც „მეტროს“ ხარისხს შეესაბამება.

ყოველი სიახლე განვითარების დიდ შესაძლებლობასაც იძლევა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემთვის კარიერულად ნამდვილად დიდი წინსვლაა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს.

LEGO-ს ფეხბურთის კომპლექტში ვიტილიგოს მქონე პერსონაჟს შეხვდებით

„კარფური” გაფართოებას აგრძელებს – თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა