12
Apr
2017

გიორგი ქვლივიძე – #პირველისამსახური

12 Apr 2017

პირველ კურსზე ვსწავლობდი, როდესაც პირველი ოფიციალური სამსახური დავიწყე. ეს იყო საკომუნიკაციო კომპანია “ჯეონეთი”, დიზაინერის პოზიცია. ვაკანსია ჩემმა პროგრამისტმა მეგობარმა მირჩია. ფოტოშოპი რაღაც დონეზე გამეგებოდა, გავაკეთე რაღაც საშინელი პოსტერი, გადავაგზავნე და ამიყვანეს სამსახურში. დილის 10-დან საღამოს 7-მდე ოფისში უნდა ვმჯდარიყავი, საქმე ბევრი არ იყო, შესაბამისად, თავისუფალი დრო საკმაოდ ბევრი მქონდა, ამიტომ ვიჯექი და ახალ პოსტერებს ვქმნიდი, საიდანაც საკმაოდ დიდი პორტფოლიო გამომივიდა. შემდეგ, სწორედ ეს პორტფოლიო გამომადგა ლევან ბახიასთან, სარეკლამო სააგენტო “სარკეში” როცა მივედი და ზუსტად ის ნამუშევრები მოეწონათ, რაც თავისუფალ დროს მქონდა შექმნილი, რეალურად, ამით დაიწყო ჩემი მოღვაწეობა სარეკლამო ინდუსტრიაში. გიორგი ქვლივიძე – სარეკლამო სააგენტო HOLMES&WATSON-ის უფროსი არტ დირექტორი.

განხილვა