in ,

მაყვლის წარმოება – გიორგი ლაცაბიძის „უეკლო“ ბიზნესი

Startauperi
Startauperi
giorgi lacabidze
გიორგი ლაცაბიძე

23 წლის გიორგი ლაცაბიძემ კახეთში, სოფელ კისისხევში გიგანტური მაყვლის პლანტაცია გააშენა და თავის ბიზნესს ოჯახთან ერთად უძღვება. ამერიკული ჯიშის გიგანტური  მაყვალი სრულიად უეკლო, ძალიან არომატული, ტკბილი და გემრიელია. თითო მარცვლის საშუალო წონა კი 15 გრამია. მაყვლის გაშენება გიორგიმ 2015 წელს დაიწყო და წელს პირველი მოსავალი მოიყვანა. ახალგაზრდა ფერმერმა თავისი ბიზნესის შესახებ უფრო დეტალურად  მარკეტერთან ისაუბრა.

M: მოგვიყევი შენს შესახებ, რა პროფესიის ხარ და რას საქმიანობ?

ვსწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიურ და აგრონომიულ ფაკულტეტზე და ამ ორ პროფესიას ვეუფლები. ამჟამად, მაქვს სასათბურე მეურნეობა, გავაშენე მაყვლის პლანტაციები და ასევე, ვაწარმოებ ესპანური ჯიშის მარწყვს (სან ანდრიასი).

M: როგორ დაიწყეთ მაყვლის ბიზნესი?

თავდაპირველად, იდეა დედაჩემს გაუჩნდა და შემდეგ, ამ ბიზნესში ფული მე ჩავდე. პლანტაცია 2015 წლის თებერვალში გავაშენეთ და წელიწადსა და 6 თვეში უკვე პირველი მოსავალი მივიღეთ. ამ მაყვლის ნაყოფს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და მოთხოვნაც გაიზარდა. თავად მირეკავდნენ კლიენტები, რომლებსაც საზღვარგარეთ უნდოდათ მაყვლის გატანა. დამიკავშირდნენ მოსკოვიდანაც და სურდათ კვირაში 10 ტონა მაყვლის შეტანა. ჯერჯერობით, ასეთ შემოთავაზებებზე უარის თქმა გვიწევს, რადგან ამ რაოდენობის მოსავალს ჯერ არ ისხამს.

01

M: რა ხარჯებს უკავშირდება ამ ბიზნესის წამოწყება და რა მოგებას გაძლევთ?

იმ მეურნეობებისთვის, ვისაც მცირე მიწა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი რამ მოიყვანონ, რასაც დიდი შემოსავალი მოაქვს. მარწყვი და მაყვალი კი, სწორედ ისეთი კულტურებია, რომლებიც დათესვიდან მალევე იძლევა საკმაო რაოდენობის მოსავალსა და მოგებას. მარწყვი დარგვიდან პირველივე წელს იძლევა მოსავალს. მაყვალი კი მეორე წლიდან.

მაყვლის შემთხვევაში, 1 ჰა მიწის გაშენება, საირიგაციო სისტემის მოწყობის გარეშე, ბუნებრივი ირიგაციის პირობებში, 15 000 ლარი ჯდება. სარწყავის არარსებობის შემთხვევაში, მისი მოწყობის ხარჯები 25 000 ლარამდე აღწევს, თუმცა, ეს ხარჯი ერთჯერადია. თითო ძირიდან 5 კილოგრამამდე მაყვალი მიიღება. 3000 ნერგიდან მოსავლიანობა მეორე წელსვე აღწევს 10-15 ტონას.  შესაბამისად, შემოსავალი 40-60 ათას ლარს შეადგენს, რითაც ხარჯების დაფარვაც შეიძლება და სუფთა მოგებაც რჩება. მარწყვის შემთხვევაში, ხარჯი უფრო დიდია, რადგან თვითონ ნერგიც დიდი რაოდენობითაა საჭირო, მოწყობაც ძვირი ჯდება და მოვლა-განაშენიანებაც ბევრად რთულია, თუმცა, მაყვალზე მაღალშემოსავლიანია.

marwyvi

M: რაიმე სირთულე თუ შეგხვდათ ბიზნესის დაწყებისას?

სირთულე, ფაქტობრივად, არ შეგხვედრია. როდესაც მცენარეს ნორმალური პირობები აქვს შექმნილი, ყველაფერი ბევრად მარტივდება. ეს მაყვლის ჯიში არ საჭიროებს შეწამვლას და დაავადებებიც არ უჩნდება. სირთულე გაშენების, მოვლის, ან რეალიზაციის დროს, არ შეგვხვედრია. როგორც თვითონ მაყვალია უეკლო, ასევე უეკლოა ეს ბიზნესიც.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

მაყვლის ნერგების რეალიზაციას გავაგრძელებ და 2018 წლისთვის უკვე მომრავლდება პლანტაციები. წელსვე გაიყინება პროდუქტი სპეციალურ მაცივარში და საზღვარგარეთ გავიტანთ ექსპორტზე. ექსპორტზე იმიტომ კი არ გაგვაქვს, რომ საქართველოში არაა მოთხოვნა. არამედ იმიტომ, რომ იქ გაცილებით ძვირი ღირს. მე, როგორც ფერმერი, ბუნებრივია, დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება მეტი მოგება მივიღო საკუთარი ბიზნესისგან. გვინდა, მარწყვიც გავიტანოთ ევროპის ბაზარზე, რადგან არსებობს ამის რეალური პერსპექტივა. ამის გარდა, ვაპირებთ, დავამატოთ მაყვლის ღვინო, ჩამოვასხათ ბოთლებში და შემდეგ მსხვილ წარმოებაზე გადავიდეთ.

 

mayvali

M: რა რჩევას მისცემდით თავიანთი ბიზნესის დაწყების მსურველ სხვა ახალგაზრდებს?

საქართველოში სოფლის მეურნეობაში ფულის შოვნა რეალურად შესაძლებელია. იმ ახალგაზრდამ, რომელსაც სურს ჰქონდეს თავისი შემოსავლის წყარო, აუცილებელი არაა ეძებოს სამსახური და იმუშაოს სხვასთან. თუ არის საშუალება, რომ თავად დაისაქმონ თავი, ეს შანსი უნდა გამოიყენონ და არ დაკარგონ იმედი უმუშევრობის გამო. სოფლიდან ქალაქში გარბიან და იქ იმდენი სამუშაო ადგილი არაა, რომ ყველა დასაქმდეს. ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სოფელში მიწა აქვს, ვურჩევდი, დაუბრუნდნენ სოფელს, აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და შეძლონ რეალიზება. უეკლო მაყვალი სწორედ ის პროდუქტია, რომლის რეალიზაციის პრობლემა არ არის, რადგან მასზე მოთხოვნა ყოველთვისაა.

mayvlis biznesi

mayvali

 

6d05658b-d263-4652-9ebf-524ae1139d6a

მზრუნველი მოწოდებები, გიგანტური ქოლგა და დიდი ჟრიამული პლაჟზე – Miller Lite-ს კამპანია

სოციალური კამპანია “იზრუნე გარემოზე გუდვილთან ერთად!“