9
აგვ
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი გიორგი მაღრაძე

9 აგვ 2018

პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც ვითარდები, ყველაზე ამაღელვებელია და ერთგვარი ბიძგია ახალი შესაძლებლობებისთვის. სწორედ #პირველინამუშევარი შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.

BOG xelfasi

გიორგი მაღრაძე, გრაფიკული დიზაინერი, Elliot Webber: “პირველი გრაფიკული ნამუშევრის  დაკვეთა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან” მივიღე. უნდა შემექმნა უინსტონ გრუმის „ფორესტ გამპის“ ყდა. მოთხოვნა იყო, რომ უნდა გამოსულიყო ეფექტური და საინტერესო, ასევე, ერთი შეხედვით, ყველასათვის ნაცნობი და მარტივად აღსაქმელი.

ინსპირაციისთვის ხელმეორედ ვნახე ფილმი, გავეცანი წიგნს და გადავწყვიტე  ყდა გამეფორმებინა მინიმალისტური სკეჩებით, რომელიც გამოსახავდა წიგნის მთავარი პერსონაჟის ისტორიის განვითარების ციკლს.

ინპირაციად ავიღე დარვინის ევოლუციის თეორიის ყველასათვის ცნობილი ილუსტრაცია და მასში მოვათავსე მთავარი პერსონაჟის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები. საბოლოო ჯამში, წიგნი გამოვიდა მარტივად აღსაქმელი, საინტერესო ვიზუალის მქონე და ეფექტური.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან დღემდე ვთანამშრომლობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის განმავლობაში შეიქმნა საშინელებათა ჟანრის წიგნების
სერია „13“ ,  სამეცნიერო ფანტასტიკის სერია „დასაბამი“ , ქართველი ავტორების ყდები, ლიტერატურულ ოდისეაშიც კი შეხვდებით ყდისთვის შექმნილ ჩემს ილუსტრაციებს და მრავალი სხვა.”

განხილვა