in

თიბისის მხარდაჭერით, ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

27 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, Hubs.ge-ს შოურუმში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ და ბორჯომის საფეხბურთო კლუბ „თორის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ქართული და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავს – გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ.

საგანგებოდ ამ დღისთვის, გიორგისთან კოლაბორაციით, თიბისიმ ბავშვებისთვის შექმნა ბრენდული ატრიბუტიკა, რომელიც პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად გადაეცათ და რომელზეც მამარდამ მათ სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა.

გიორგი მამარდაშვილმა პატარა ფეხბურთელებს შთამაგონებელი სიტყვით მიმართა, გაუზიარა თავისი გამოცდილება, რაც ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად და შთაბეჭდილებად დარჩება.

თიბისიში სჯერათ, რომ ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა დიდ შთაგონებად იქცევა და ამის შემდეგ უფრო მეტი მონდომებით, მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ იმ გზაზე სიარულს, რომელიც აირჩიეს და რომლისაც დაიჯერეს.

[პარტნიორის კონტენტი]

რატომ უნდა იშოპინგო extra-ზე PLUS-ების დაბადების დღეზე?

როგორია 2025 წლის ტენდენციები რეკლამის სფეროში