in

გიორგი მიქაძე ,,გრემის დაჯილდოების” ჟიურის წევრი გახდა!

მუსიკოსი და კომპოზიტორი, პიანისტი და ჯაზარტისტი გიორგი მიქაძე ცნობილია თავისი საერთაშორისო პროექტებითა და წარმატებებით. ის აშშ-ის ,,ბერკლის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორია და არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრიც ყოფილა. მისი კოლაბორაციები მოიცავს არა მხოლოდ ქართველ არტისტებთან მუშაობას, არამედ ისეთ ლეგენდარულ ჯაზმენებთანაც, როგორებიც არიან: ჯოჯო მეიერი, ანტონიო სანჩესი და დეივ ლიბმანი.

2025 წლის ივლისში კი გიორგი მიქაძე ,,გრემის” მუსიკალური დაჯილდოების, Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა! ეს სიახლე აუდიტორიას მან თავის სოციალურ ქსელებში გაუზიარა და აღნიშნა, რომ ეს მას არა მხოლოდ ხმის მიცემის საშუალებას აძლევს, არამედ საკუთარი ნამუშევრების წარდგენაც შეუძლია გრემიზე.

შეგახსენებთ, რომ გრემის დაჯილდოება (Grammy Awards) მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების Recording Academy გასცემს. გრემის პირველი ცერემონია 1959 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი აქვს. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ დავაგროვო შოპინგისთვის საკმარისი PLUS ქულები? – მოემზადე მომავალი წლის PLUS-ის დაბადების დღისთვის

განახლებული Lib.ge, როგორც არაფორმალური განათლების აკადემია