in

#მევქმნიალიანსს – გამოწვევების კვალდაკვალ. გიორგი პაპუნაიშვილის გზა „ალიანს ჯგუფამდე“

ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა ამერჩია  პროფესია, რომელიც ხელს შეუწყობდა თვითშემეცნებას, პიროვნულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლების განცდის ამაღლებას, დამეხმარებოდა გამართული მსჯელობისა, თუ ლოგიკური, მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამავდროულად, ჩემი ინტერესების სფერო უკავშირდებოდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ფიზიკა, ხელოვნება, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერებები – რაც რეალურად, სამყაროს, გარემოსა და ადამიანების შემეცნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია. გამოწვევას პროფესიასა თუ პერსონალურ განვითარებაში მუდმივად ვეძებდი. საწყის ეტაპზე, სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი საქმის წარმოების, ბუღალტერიის, HR-ისა, იურისტისა და გაყიდვების  მიმართულებებით და პროფესიული დრაივის გარდა, პირადი წამოწყებებისთვისაც მქონდა დრო და ენერგია. მოგვიანებით, ჩინეთში მედიის განვითარების მიმართულებით სემინარებზე გავემგზავრე, რაც  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად მიმაჩნია ჩემი მსოფლმხედველობის განვითარების გზაზე. შეუძლებელია უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ არ მოგაქციოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიისა და განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანამ. 

პარალელურად, აქტიურად ვადევნებდი თვალს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ზრდის დინამიკას და „ალიანსამდეც“ სწორედ სფეროსადმი დიდმა ინტერესმა მომიყვანა. შემოთავაზება მუშაობაზე „ალიანსის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელთან საქმიან შეხვედრაზე საუბრისას მივიღე. გამომდინარე იქიდან, რომ „ალიანსი“ წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მუდმივ განვითარებაშია და ქმნის სრულყოფილ პროდუქტს, რაც არამხოლოდ ინვესტორისთვის, არამედ რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი, მყარად გადავწყვიტე, ჩემი მომავალი დამეკავშირებინა იმ კომპანიასთან, რომლის ხედვასა და ღირებულებებს ვიზიარებდი.

მუშაობა ანალიტიკოსის პოზიციით დავიწყე. ვამუშვებდი კომპანიის მონაცემებს, ვსწავლობდი მომხმარებლის ქცევასა და ბაზრის დინამიკას შიდა ბაზების დამუშავების ხარჯზე. შემდეგ, ერთი წლის მანძილზე, ვმუშაობდი მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერად გადავინაცვლე, „ალიანს პალასში“. იქ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე სტრესული სიტუაციების, კრიზისების  მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობებში. მომდევნო საფეხური გახლდათ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თანაშემწის პოზიცია, კომპანიაში მოწვეულ უცხოელ სპეციალისტთან. ამ პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებით ფუნდამენტურად გავერკვიე ბიზნეს პროცესების დაგეგმვაში, ისევე როგორც, გუნდის ფორმირებასა და სტრატეგიების დასახვაში2020 წელს, კიდევ ერთხელ შევიცვალე მიმართულება და შევუერთდი ბიზნესის განვითარების გუნდს, რის ფარგლებშიც მომიწია უკრაინაში, კიევის წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელობა. ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება და ერთგვარი გამოწვევაც იყო ჩემთვის, თუმცა მოტივაციას სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილი მაძლევდა.

დღეს, „ალიანსის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში, უფროსი სპეციალისტი გახლავართ. ეს პოზიცია მაძლევს საშუალებას, არ მოვექციო ვიწრო ჭრილში, ბუნებრივად შევძლო მოვლენათა ფართო სპექტრით განხილვა და გაანალიზება, ამ პროცესების გუნდთან ერთად გადამუშავება, თითოეული მათგანის კრეატიულ, თუ რაციონალურ მსჯელობაზე დაკვირვება.

ვფიქრობ, ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, თუმცა არასრულფასოვანი იმ ადამიანების  გარეშე, რომელთაც რეალობაში მოჰყავთ დასახული მიზნები და გარდასახავენ ამ მიზნებს კონკრეტულ შედეგებად. ბიზნეს განვითარების გუნდის დაკვირვებებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული კომპანიის, ბრენდის ღირებულება და შედეგები, ხოლო შედეგებზეა დამოკიდებული  კომპანიის განვითარება და შესაბამისად, თანამშრომლების კეთილდღეობაც, რაც კიდევ დამატებით პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს მუდმივი წრებრუნვაა, სადაც რამდენადაც მნიშვნელოვანია თითოეული დეპარტამენტისა თუ თანამშრომლის როლი ერთად, იმდენად უშედეგოა ერთმანეთის გარეშე.

კორპორატიული გარემო „ალიანსში“ არის ზუსტად ისეთი, რაც მაძლევს მოტივაციასა და სურვილს ხანგრძლივად დავუკავშირო ამ კომპანიას ჩემი მომავალი. გარდა წმინდა სამსახურეობრივი ურთიერთობებისა, კოლექტივში გვაქვს ძალიან მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულება. მომხმარებლებისგანაც არაერთხელ მომისმენია, თუმცა გადაჭარბების გარეშე, თამამად შემიძლია ვთქვა რომ „ალიანსს“ ჰყავს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალების გუნდი, როგორც სამშენებლო, ასევე, დეველოპმენტის მიმართულებით, რაც აისახება კომპანიის მიღწევებსა და შედეგებში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პიროვნული თუ კარიერული განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის ნდობა კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან და უპირობო მხარდაჭერა თვითგანვითარებისთვის. კომპანია ყოველთვის მზად არის შეაფასოს და დააფასოს ახალი პროგრესული წამოწყებები. შესაბამისად, ცნობისმოყვარე, მუდმივ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის, ალიანსი არის ადგილი, სადაც განვითარება და წინსვლა ყოველდღიური პროცესია.

გიორგი პაპუნაიშვილი – „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

Comic Sans Dyslexia კამპანია დიზაინერებს დისლექსიაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდებს

დამატებითი კომფორტი თუ აუცილებელი საჭიროება? – მანქანის გაგრილების სისტემების ისტორია