in

გიორგი შაგიძე – #პირველისამსახური

1995 წელი იყო, ის დრო, ბანკების გარდა, ძალიან ცოტა ორგანიზაცია რომ მუშაობდა. 19 წლის ვიყავი, “აგრომრეწვბანკში” რომ დავიწყე მუშაობა სტაჟიორად. ბებიაჩემი იყო ბანკირი და მისი დახმარებით, ეროვნულ ბანკის ადამიანური რესურსების უფროსთან (მაშინ “კადრების უფროსი” ერქვა) მოვხვდი გასაუბრებაზე. რომ გაიგო, კომაროვი მქონდა დამთავრებული და მათემატიკა კარგად ვიცოდი, “აგრომრეწვბანკში” გადამამისამართა, სადაც იმ პერიოდში IT განყოფილებაში მუშაობდნენ სიახლეებზე. ასე დავიწყე მუშაობა. პარალელურად, საინჟინრო ეკონომიკაზე ვსწავლობდი, თსუ-ში, სადაც ლექციები, მეტწილად, ცდებოდა და მუშაობა ყველაზე ეფექტური ალტერნატივა იყო განვითარებისთვის. “აგრომრეწვბანკში” პროგრამისტად ჩამოვყალიბდი – პროგრამა Fox-ში ვმუშაობდით, რომ გადარიცხვა (რაც მაშინ საკმაოდრთული პროცედურა იყო), ფურცლის ნაცვლად, მაგნიტური დისკით მომხდარიყო.

მახსოვს, ერთხელ არავინ იყო, ბირჟაზე რომ წასულიყო, ვალუტით სავაჭროდ და მე გამიშვეს. როგორც ჩანს, კარგად გამომივიდა და სხვა დროსაც მე მგზავნიდნენ ხოლმე ბირჟაზე. ასე გადავინაცვლე IT-დან, სავალუტო განყოფილებაში, დილერის საქმიანობის მიმართულებით.

საკმაოდ სწრაფად დამაწინაურეს, თუმცა, საკმაოდ რთული იყო კოლეგებთან კომუნიკაცია, ასაკიდან გამომდინარე – მე 22-ის ვიყავი, ისინი – დაახლოებით, 40-ის. თუმცა, ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა ბანკის ტრანსფორმაცია – ახალ ბანკინგში ვერც ისინი ერკვეოდნენ და ერთად ვსწავლობდით.

შემდეგ, “თბილუნივერსალბანკში” ვმუშაობდი, სადაც ბევრი პოზიცია გავიარე – ვიყავი ფილიალის მმართველიც, IT განყოფილების უფროსიც და გენერალური დირექტორის მოადგილეც. ამის მერე – “სახალხო ბანკში” ვიყავი გენერალური დირექტორის მოადგილე.

შემდეგ, საზღვარგარეთ წავედი სასწავლებლად, კემბრიჯის MBA დავამთავრე. ვმუშაობდი ლონდონში, დუბაიში… საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თიბისის გუნდს შემოვუერთდი.

გიორგი შაგიძე – თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი.

You Can Turn to BetterHelp When You’re Feeling Depressed or Anxious

„აწარმოე საქართველოში“ WTPO Awards 2020-ის გამარჯვებულია