in

ვებსტერის უნივერსიტეტის ესეების კონკურსის გამარჯვებული ლაშა გიორგი შამუგია გახდა

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკულმა ვებსტერის უნივერსიტეტმა, აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი დამოუკიდებლობის თემატიკაზე ჩაატარა.

bog
bog-mob

ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული აბიტურიენტი ლაშა გიორგი შამუგია გახდა.

ლაშა, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა, რომელიც 250 000$-იანი დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში – Princeton University (აშშ) ჩაირიცხა.

გამარჯვებული კონკურსანტი ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსიდან 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს.

ხოლო გამარჯვებული ესე, პუბლიკაციის სახით, Forbes Georgia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ასევე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესეების კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ, საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტების მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით საქართველოს პარლამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, USAID ოფისიდან, ამერიკის სავაჭრო პალატიდან (AMCHAM), საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან, ამერიკული საბჭოდან და აჭარა ჯგუფიდან.

ჟიურის წევრები არიან:

  • თამარ ტალიაშვილი – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი
  • ირაკლი ბაიდაშვილი – პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა
  • კრის ანდერსონი – კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო საქართველოში
  • ტიმოთი ბლაუველტი – რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო
  • გიორგი მუჩაიძე – აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ნინო კვერნაძე – აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი

Birkenstock ამბობს, რომ „მახინჯი“ ფეხსაცმელები აქვს

როგორ უნდა დაუკავშირდნენ ბრენდები მილენიალებსა და თაობა Z-ს?