in

გიორგი შავშიშვილი: ყოველი ახალი დღე ახალი ნაბიჯია განვითარებისკენ მიმავალ გზაზე

 

#InsidePMG

ჩემს კარიერაზე საუბარს ყოველთვის პირველი სამსახურით ვიწყებ. 19 წლის ასაკში გადავწყვიტე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ ბავშვობისდროინდელი მისწრაფება პროფესიად მექცია, უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მუშაობა კომპანია „კარფურის“ IT გუნდში დავიწყე.

ეს იყო პრაქტიკული გამოცდილებებითა და ცოდნით დატვირთული 6 წელიწადი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარების გარეშე, არაფერია.

ამ კომპანიაში საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებაც მივიღე. გაერთიანებულ ემირატებსა და სომხეთში „კარფურის“ ადგილობრივ IT გუნდებს სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში ვეხმარებოდი. ვხვდებოდი, რომ პროფესიულად ძალიან ვიზრდებოდი, თუმცა, ახალი თავგადასავლები მსურდა. ამიტომ, საქართველოში დაბრუნება და ახალი შესაძლებლობების ძებნა  გადავწყვიტე.

ამ პერიოდში ძალიან მინდოდა, განვითარების ახალ საფეხურზე გადავსულიყავი, საკუთარი თავი ჯერ კიდევ უცნობი გამოწვევებით გამომეცადა და სირთულეები გადამელახა.

დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, ჩემთვის ერთ ჩვეულებრივ დღეს, „მობილურზე“ უცხო ნომრიდან განხორციელებული ზარი გაისმა. აღმოჩნდა, რომ „ფილიპ მორის საქართველოდან“ მირეკავდნენ და ჩემთან გასაუბრება სურდათ. ეს ზარი ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპის საწყისი წერტილად იქცა.

კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე სამეტაპიანი გასაუბრების გავლა იყო საჭირო. პირველი ეტაპი საქართველოში ტარდებოდა, მეორე ეტაპს უკრაინელ კოლეგებთან „ონლაინ“ რეჟიმში ჩართვა წარმოადგენდა, მესამე ეტაპი კი დირექტორის პირველ მოადგილესთან შეხვედრა იყო.

ახლაც მახსოვს ის ნერვიულობა, რომელსაც თითოეული შეხვედრის წინ განვიცდიდი და ის გაოცება, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს მეუფლებოდა. გასაუბრების სამივე ეტაპზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ჩემს ახლობლებს ვხვდებოდი. შეხვედრებზე „ფილიპ მორისის“ წარმომადგენლების მიერ შექმნილი მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო თავს დაცულად და კომფორტულად მაგრძნობინებდა, რაც კიდევ უფრო მეტად მიღვივებდა სურვილს, კომპანიის გუნდის წევრი გავმხდარიყავი.

ამ სურვილს „ფილიპ მორის საქართველოს“ ოფისიც ამძაფრებდა. ახლაც კარგად მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, პირველი აღტაცება და გაოცება, რომელიც კომპანიაში მოხვედრისთანავე დამეუფლა. ეს იყო სრულიად თანამშრომლებზე მორგებული სივრცე, რომელიც „სახლის“ შეგრძნებას აღძრავდა.

შეხვედრებზე მიღებული შთაბეჭდილებები ნელ-ნელა მოლოდინში გადაიზარდა. ყოველდღე ველოდი ტელეფონზე ზარს.

პასუხმაც არ დააყოვნა. 2019 წლის 8 ივლისს „ფილიპ მორისის“ გუნდის წევრი გავხდი და ეს სივრცე, თავისი ადამიანებით, ჩემს „მეორე სახლად“ იქცა. დღეს, დღის უმეტეს ნაწილს თანამშრომლებთან ვატარებ და ყოველთვის მადლიერი ვარ იმ სითბოსთვის, რომელსაც ისინი გუნდის თითოეული წევრის მიმართ იჩენენ.

„ფილიპ მორის საქართველოში“ მოხვედრის პირველივე დღიდან ბევრი სიახლის ათვისება დამჭირდა, ბევრიც ვისწავლე და გამოცდილებაც დავაგროვე. ჩემთვის ყოველი ახალი სირთულე განვითარების ახალ შესაძლებლობად იქცა. მივხვდი, რომ ეს ის ადგილია და აქ ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც ჩემი კარიერის გაგრძელება მსურდა.

როდესაც უყურებ შენს თანამშრომლებს, მათ მუშაობის სტილს, შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს, გიჩნდება მოტივაცია, აკეთო საქმე და აკეთო მაქსიმალურად კარგად.

აქ შესაძლებლობები უსაზღვროა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის „ფილიპ მორის საქართველოში“ გატარებული ყოველი ახალი დღე ახალი ნაბიჯია განვითარებისკენ მიმავალ გზაზე. არასოდეს ვფიქრობ იმაზე, თუ როდის გავა დღე, არამედ მუდმივად მსურს, ყოველი მომდევნო დღე წინაზე უფრო მეტად პროდუქტიული გავხადო.

„ფილიპ მორის საქართველო“ დღეს ჩემი სახლია და მე ვამაყობ იმით, რომ ამ კომპანიის ნაწილი ვარ.

გიორგი შავშიშვილი 27 წლის – IT Specialist in Philip Morris Georgia

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები  ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.

[პარტნიორის კონტენტი]

დააგროვეთ „უნიქარდის” ქულები „ფეიუნიქარდის“ საერთაშორისო საგადახდო ბარათებით, შეზღუდვების გარეშე!

„ვერონას“ ახალი შოურუმი და უფრო მეტი ახალი ბრენდი