2
Jul
2019

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა

2 Jul 2019

ქართველი ოპერატორი – გიორგი შველიძე წელს, ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს. ამ მოვლენას წინ უძღოდა რამდენიმე თვის წინ, ფილმ „ნამეს“ ოპერატორის მიერ, კინოოპერატორთა საზოგადოების მთვარი ჯილდოს მოპოვება. „ამერიკის კინოაკადემია, რომელიც დგას ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალების უკან, ბოლო წლებია, ორიენტირებულია გაფართოებაზე, იმისათვის, რომ მეტი ქვეყანა და ადამიანი მოიცვას, ამასთან, იქცეს მეტად ინკლუზიურ ორგანიზაციად“, – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. კინოაკადემიის 842 ახალი წევრი 59 ქვეყნიდანაა, მათი 50% მდედრობითი სქესისაა, 50 – მამრობითის, 29% კი ფერადკანიანია.

გიორგი შველიძესთან ერთად, აკადემიის ახალი წევრები გახდნენ ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები. კინოაკადემიის ახალი წევრების სრული ჩამონათვალის ნახვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.

განხილვა