8
Jan
2019

გიორგი შველიძე ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდოზე წარადგინეს

8 Jan 2019

ქართული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC) 33-ე დაჯილდოების ნომინანტია. 5 სხვადასხვა კატეგორიაში, „შორთლისტი“, უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

გიორგი შველიძე, როგორც კინოოპერატორი, Spotlight Award-ის კატეგორიაშია წარდგენილი. გამარჯვებულებს, 9 იანვარს, დაჯილდოების გალა საღამოზე დაასახელებენ.

დრამა ნამე (Namme) 2017 წელს, რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა გადაიღო. თავადაა სცენარის ავტორიც. ფილმის პროდიუსერი კი სულხან სურმანიძეა. რაც შეეხება ASC-ს, ის ჰოლივუდში, 1919 წელს ჩამოყალიბდა და კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით შემქნილი პროფესიული გაერთიანებაა.

 

განხილვა