10
Feb
2019

გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზი მოიპოვა

10 Feb 2019

9 თებერვალს, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო  – ASC Awards ოცდამეცამეტედ გაიმართა და ღონისძიების 100 წლის იუბილეზე, ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა, გიორგი შველიძემ მთავარი ჯილდო მოიპოვა. ამ ნომინაციაზე კანდიდატს თავად კინოოპერატორთა საზოგადოება წარადგენს. ჯილდოსთვის კი, გიორგი შველიძესთან ერთად, ფილმების: “Girl“ და „The Rider“ ოპერატორები იბრძოდნენ.

გასულ წესლ, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი 2019 წლის ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად. თუმცა, ამერიკის კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების საბოლოო სიაში „ნამე“ ვერ მოხვდა.

განხილვა