„ფოტოგრაფიით 18-19 წლის წინ დავინტერესდი. ჩემი დიდი ბაბუა ფოტოგრაფი იყო და მთელი ბავშობა ვხედავდი, თუ როგორ ამჟღავნებდა ფირებს და ბეჭდავდა ფოტოებს. მერე ხელში ჩამივარდა ფირის ძველი კამერა, Zenit და აქედან დაიწყო ჩემი კავშირი ფოტოგრაფიასთან“, – გვიამბობს გიორგი ტორონჯაძე.
საკუთარ ხედვასა და ხელწერაზე საუბრისას, გიორგი ტორონჯაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე კომფორტულად თავს ადამიანების გადაღებისას გრძნობს.
„ყველა სახის გადაღება მიყვარს, მაგრამ ჩემი მიმართულება, მაინც, პორტრეტები და ქუჩის ფოტოგრაფიაა. მიყვარს, როცა ფოტო „სუნთქავს“ და ამბავს გიყვება“ – ამბობს ფოტოგრაფი.
იგი ახლა აქტიურად ემზადება უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოწვევისთვის – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის და საზოგადოებას ახალ პროექტსაც ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი საქმიანობის უფრო მოქნილად სამართავად, გიორგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა.
„ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით კომპანიებთან ურთიერთობა ბევრად უფრო კომფორტული და მოქნილია“, – ამბობს ის – “ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც საქმიანობას დამოუკიდებლად უძღვებიან, შედარებით ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურების გავლა უწევთ. ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ხშირად საგადასახადო და სხვა ტიპის შეღავათებით სარგებლობენ”.
აღსანიშნავია ის, რომ ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, საქართველოში პირველად, გათამაშება იმართება. გათამაშებას საქართველოს ბანკი მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის ახორციელებს. გათამაშება 1 ოქტომბრიდან 13 იანვრამდე გრძელდება და იგი სამ ეტაპს მოიცავს. თითოეულ ეტაპზე გათამაშდება 50, 100, 200, 500-ლარიანი პრიზები. ამავდროულად ყოველ ეტაპზე ერთი იღბლიანი მონაწილე (ჯამში სულ სამი) 10 000 ლარით დასაჩუქრდება. ფინალურ ეტაპზე კი ინდივიდუალურ მეწარმეებს 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
„ამ სახით გათამაშება ინდ მეწარმეებისთვის არ ყოფილა და შესაბამისად, ინტერესი უკვე დიდია მის მიმართ – ეს ფრიად სასიამოვნოა. რაც შეეხება მთავარ პრიზს, მისი მოგების შემთხვევაში, ჩემი მიზნისკენ უფრო ახლოს ვიქნები, ვიდრე ვარ. ეს მიზანი კი, როგორც ვახსენე, მოგზაურობაა მსოფლიოს გარშემო”, – ამბობს ფოტოგრაფი.
გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია – ამისათვის ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით – გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.
გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ პირველი ეტაპის გათამაშებას 6 ნოემბერს ერთხელ.
ინფორმაციისთვის, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
[R]