in

„ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლისთვის ციფრული საბანკო პროდუქტების მიწოდების უწყვეტობას“ — გიორგი ვარდიაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

უკვე წლებია, საქართველოს ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებლისთვის შექმნას კომფორტული, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები და შეთავაზებები, რომლებიც ფეხს აუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მათ სწრაფ ტემპს. მართალია, ინოვაციური პროდუქტის შექმნა დიდი გამოწვევაა, თუმცა მათი უწყვეტ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირების შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ ამოცანას წარმოადგენს.

სწორედ საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების შეუფერხებლად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი გიორგი ვარდიაშვილი, საქართველოს ბანკის საინტეგრაციო პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტ-სპეციალისტი, რომელიც მისი გუნდის საქმიანობის შესახებ გვიყვება.

„იყო იმ ბანკის გუნდის წევრი, რომელიც წლების განმავლობაში ბაზარზე ლიდერი ბანკის პოზიციას იკავებს, თავისთავად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. საქართველოს ბანკი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ბანკია, რომელიც მომხმარებლებსა და კომპანიებს გამორჩეულ ციფრულ პროდუქტებს სთავაზობს. მათი ინოვაციურობა კი სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემის მიერ არის აღიარებული. შესაბამისად, იყო ასეთი დიდი და დახვეწილი ინოვაციური სერვისების მქონე ორგანიზაციის გუნდის წევრი, ჩემი აზრით, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა.

ჩვენი გუნდის მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი, უზრუნველყოთ საბანკო პროდუქტებით დისტანციურად სარგებლობის პროცესის უწყვეტობა და გამართულად მუშაობა — როგორც ონლაინ განვადების, ისე ონლაინ გადახდის, მობილ ან ინტერნეტ ბანკით სარგებლობისა თუ სხვა“, ამბობს გიორგი და უფრო დეტალურად გვიყვება თუ რას საქმიანობს საინტეგრაციო პროდუქტების მხარდაჭერის ჯგუფი.

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ციფრულ პლატფორმაზე ჩააშენონ ყველაზე მარტივი და მრავალფეროვანი მეთოდები, რომლის მეშვეობითაც კომპანიის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სასურველი ნივთის ან პროდუქტის შეძენა. ამასთან, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საბუღალტრო ან სხვა ბიზნეს პროგრამებში მოახდინონ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ფუნქციონალის ინტეგრაცია, რაც საშუალებას მისცემს მათ, პირდაპირ პროგრამიდანვე შეასრულონ ბიზნეს ინტერნეტბანკის ოპერაციები და გაიმარტივონ საბუღალტრო პროცესები. „პროცესის გამართულობაზე ზრუნვა კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ თითოეული ხარვეზის დროული იდენტიფიცირება, საკითხის სიღრმისეულად მოკვლევა, დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარება“, აღნიშნავს გიორგი.

კითხვაზე, რას მიიჩნევს მისი სამსახურის ყველაზე დიდ მიღწევად და როგორია ამ პროცესში უშუალოდ მისი როლი, გვპასუხობს, რომ მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, სასურველი ნივთის შესყიდვის პროცესს ძალიან ამარტივებს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კომპანიის ვებგვერდებზე ჩაშენებული საქართველოს ბანკის გადახდის სერვისებით ონლაინ შეიძლება გადახდა ან განვადების გაფორმება. „ვფიქრობ, ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მსგავსი სახის პროდუქტების შექმნა თავისთავად მიღწევაა. ჩემი უშუალო ჩართულობა კი მომხმარებლებისთვის ამ სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაში გამოიხატება“.

გიორგის თქმით, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური სფერო ძალიან პოპულარული, მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადია. საქართველოს ბანკი კი ამ მიმართულებით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც თითოეულ თანამშრომელს აძლევს მოტივაციას, მუდმივად იმუშაოს საკუთარ თავზე, შესაძლებლობას, რომ განვითარდეს კარიერულად და არ გაჩერდეს.

[პარტნიორის კონტენტი]

ჟესტები და მიმიკები მხოლოდ ადამიანებს ესმით — Translated-ის ვიდეორგოლი

მარკეტერებს არავინ უსმენს?!