15
Apr
2019

ქართველი რეჟისორი შვეიცარიაში ფილმის გადასაღებად მიიწვიეს

15 Apr 2019

ქართველი კინორეჟისორი, გიორგი ვარსიმაშვილი, შვეიცარიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად მიიწვიეს. ფილმს იგი იმ პროექტისთვის გადაიღებს, რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულმა პროექტმა კი უნდა გააერთიანოს მსოფლიო მასშტაბით შერჩეული 15 კინორეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც საბოლოოდ ერთ ფილმად შეიკვრება და რომელსაც სამომავლოდ ლოკარნოს კინოფესტივალზე აჩვენებენ. პროექტისთვის მონაწილეები ცნობილმა უნგრელმა რეჟისორმა, ბელა ტარმა შეარჩია.

როგორც გიორგიმ განგვიცხადა, მისი სიუჟეტი ეხება ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთს მთაში შეხვდებიან.

რაც შეეხება ლოკარნოს კინოფესტივალს, იგი ერთ-ერთი ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც სათავეს 1946 წლიდან იღებს და რომელზეც ოდესღაც დღეისთვის ისეთი პოპულარული კინორეჟისორების დებიუტი შედგა, როგორებიც არიან: მილოშ ფორმანი, სპაიკ ლი, მარკო ბელოჩიო და სხვა..

განხილვა