in

რა როლი აქვს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქვეყნის განვითარებაში?

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) რამდენიმე მიზნით შეიქმნა. მათ შორისაა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, შესაბამისი ეკოსისტემის მოწყობა, რომელიც მონდომებულ ადამიანებს საკუთარი ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზებაში შეუწყობდა ხელს. ამასთან, ორგანიზაციის სურვილი თავიდანვე იყო ამ მიდგომის ყველა დარგში დანერგვა და ადგილობრივი ინოვაციური პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება. სააგენტო მოიცავს ლაბორატორიებს, ერთობლივი მუშაობის სივრცეებს, ტრენინგ ცენტრებს, ბიზნეს ინკუბატორს, აქსელერატორსა და საკონფერენციო სივრცეს. GITA 3 წელია ფუნქციონირებს და მისი ხელშეწყობით არაერთი პროექტი განხორციელდა და გააქტიურების პროცესშია. ჩვენს კითხვებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ უპასუხა.

M: ვისთვის არის GITA და როგორია ორგანიზაციის მუშაობის მექანიზმი?

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შექმნილია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ვისაც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან შეხება და ინტერესი აქვს.

M: რა როლი აქვს GITA-ს ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებაში?

როდესაც იმ ორგანიზაციის როლზე ვსაუბრობთ, რომელიც მეორე სახლად გვექცა და სენსიტიური დამოკიდებულება გვაქვს, ობიექტურობისათვის, უპრიანია, საერთაშორისო ექსპერტების კვლევებს დავეყრდნოთ, მაგალითად მსოფლიო ბანკის და ასევე USAID-ის პროექტის G4G-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა რომ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ყველაზე მზარდი და სწრაფად შედეგის მომტანი პოტენციალი გააჩნია ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ მნიშვნელოვან ფუნქციას და ვცდილობთ ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით შევასრულოთ.

გიორგი ზვიადაძე

M: სამი წლის მანძილზე, რამდენმა პროექტმა მიიღო თქვენგან მხარდაჭერა? როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ და სამომავლო შედეგებს?

სააგენტო 3 წლისაა მაგრამ სტარტაპების დაფინანსება გასულ წელს დაიწყო, 20 პროექტი დაფინანსდა და თითქმის ყველა მათგანმა შეძლო პირველი ფაზის – პროდუქტისა და მომსახურების ჩამოყალიბება – წარმატებით გავლა. ვეხმარებით სტარტაპებს საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენასა და უცხოელი პარტნიორების მოძიებაში. წელს კიდევ ახალი პროექტების პრეზენტაცია იქნება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით და ცხადია, უკეთეს შედეგებს ველით მომავალში.

M: რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რის გამოც თქვენი აპლიკანტები ვერ ახერხებენ ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას? რას ურჩევდით მათ?

სამწუხაროდ შეცდომა არაერთია, ძირითადად საქმე ეხება სიზუსტეს და პროფესიონალიზმს, ვურჩევ ქართველებმა ბიზნესის კეთება ემოციებისგან დაცლილად შეძლონ და საუკეთესო შედეგებს მიაღწევენ.

M: ვის და როგორ შეუძლია GITA-ში მოხვედრა?

სააგენტოს აქვს რიგი პროექტებისა, რომლის ბენეფიციარიც შესაძლებელია გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის ანუ ჯიტა ძალიან ღია ორგანიზაციაა და მაქსიმლაურად ხელმისაწვდომია ჩვენი სერვისები ყველა პირისათვის.

#აღმოაჩინე ბარსელონა!

როგორ გავზარდოთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობა და დასვენების საათები ერთდროულად?!