„ჯოვანი მორამ“, კამპანია „ენობრივი მრავალფეროვნების“ ფარგლებში, საკუთარი ვებგვერდი დამატებით სვანურად, მეგრულად და ლაზურად გადათარგმნა.
„ქართული თემატიკა ჩვენი ბრენდისთვის მნიშვნელოვნია. ამიტომ, არაერთხელ გაგვიკეთებია კამპანია ან შეგვიქმნია არაერთი პროდუქტი სწორედ ამ მიმართულებით. ამის ყველაზე მასშტაბური მაგალითი, ანტისაოკუპაციო კამპანია „ოკუპირებული პასპორტია“, – განმარტავენ გუნდში. „მრავალფეროვნება არა მხოლოდ „ჯოვანი მორას“ ბრენდატრიბუტი, არამედ ჩვენი პროდუქციის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა – ჩვენ მიერ შექმნილი ფერად-ფერადი აქსესუარები არაერთხელ გამხდარა ადამიანების თვითგამოხატვის მთავარი საშუალება. ამასთან, „ჯოვანი მორას” ბრენდისთვის უმთავრესია გამოხატვა – აზრის, ემოციისა თუ საკუთარი თავის და შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ჩვენი გარშემომყოფების ინსპირაციას, რომ თავიანთ შინაგან ხმებზე სხვებსაც ხმამაღლა უამბონ. გვჯერა, ასე უფრო მრავალფეროვან გარემოში ვიცხოვრებთ“.
ადამიანი სოციალური არსებაა, შესაბამისად, ენა მისთვის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მედიუმია. თუმცა, ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება – როგორც გენი ინახავს ძალიან დიდ ინფორმაციას, ისე ენა იტევს მთელ ისტორიას ჩვენ შესახებ. ენით შეგვიძლია, შევიტყოთ ხალხის სოციო-კულტურული მახასიათებლები. ესა თუ ის ენა მასზე მოსაუბრე ადამიანების მთელ კოსმოგონიას გადმოსცემს.
არსებობენ ერები, რომლებსაც საკუთარი ენა არ გააჩნიათ, ან აღარ შემორჩათ. ჩვენ კი, ქართველებმა, ამ პატარა მიწაზე დღემდე შევინარჩუნეთ ერთი ქართველური ენობრივი ოჯახის 4 სხვადასხვა ენა: ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური.
„გვჯერა, რომ სხვა სიმდიდრესთან ერთად, ენობრივი მრავალფეროვნება საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული მემკვიდრეობაა და სხვაგვარად დაფასება უნდა შევძლოთ.
ვფქრობთ, ამ მემკვიდრეობას მეტად გააზრება სჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როცა თაობების ცვლა, ურბანიზაცია თუ სხვა საკითხები სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებს გადაშენების საფრთხეს უქმნის. გვჯერა, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და საქართველოს მასშტაბით, მისი ცნობადობის გაზრდა ამ პრობლემას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს.
ამიტომაც, დავიწყეთ კამპანია „ენობრივი მრავალფეროვნება“, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო არხი – ჩვენი ონლაინმაღაზია დამატებით სვანურ, მეგრულ და ლაზურ ენებზე გადავთარგმნეთ. ეს კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ არაერთ აქტივობას ვგეგმავთ, მათ შორის, ამ თემატიკაზე პროდუქტების დამატებასაც.
ვფიქრობთ, რომ ქართველური ენების მნიშვნელობა ჩვენს აქტიურ მეხსიერებაში უნდა გავაღვივოთ, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს, შეიყვაროს და დააფასოს ჩვენი ენობრივი მრავალფეროვნება“.
„ჯოვანი მორა“ თარგმანებისათვის მადლობას უხდის „მეგრული ენის ასოციაციას“.