in

GIPA SKI TOURNAMENT 2016-ის შედეგები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება სამთო-სათხილამურო ტურნირი. აღნიშნული სტუდენტური შეჯიბრება GIPA-ს ტრადიციას წარმოადგენს, ის აერთიანებს უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს ადმინისტრაციასა და ლექტორებს და არსებობის 10 წელზე მეტს ითვლის.
წელს ტურნირი გუდაურში, 3 მარტს, II სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა.
ტურნირის გამარჯვებულები:

გოგონები
1. ანკა ნიჟარაძე – 35.01
2. ანა მოსიძე – 35.51
3. კატო ალანია – 36.58

ბიჭები
1. ნიკუშა ღლონტი – 32.93
2. გიორგი გალოგრე – 32.98
3. ბაჩა კაპანაძე – 33.47

წელს GIPA-ს სათხილამურო ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: თბილისის მერია, საკონსულტაციო კომპანია „ID Solution”, სადაზღვევო კომპანია „IC GROUP“, სასტუმრო „ლოპოტა რეზორტი“ და კომპანია „ასკანელი ძმები“. მედია პარტნიორი Marketer.ge

ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით.

GIPA Ski Tournament 2016Posted by GIPA on Tuesday, 15 March 2016

360 გრადუსით დანახული სირიის ომი

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გზავნილით – “ჩემი მეგობრები-ჩემი გარემოცვა” აღინიშნება