in

„+20% შენს ცოდნას“ – GIPA მეწარმეებისთვის უფასო მასტერკლასებს იწყებს

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს უფასო მასტერკლასებს „+20% შენს ცოდნას“. კურსის ხელმძღვანელების თქმით, ამით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და მთავარი მიზანია, მხარი დაუჭირონ ადამიანებს, რომელთა საქმიანობასაც, შესაძლოა, შეეხოს არსებული გამოწვევები.

BOG
BOG

მასტერკლას(ებ)ი განკუთვნილია ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირებისა და მცირე თუ საშუალო მეწარმეებისათვის:

  • სერვისის ბრენდინგი – შოთა ჩინჩალაძე, Live Branding-ის აღამსრულებელი ხელმძღვანელი
  • ექსპორტის მენეჯმენტი – გვანცა მელაძე, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე
  • ფონდების მოძიება – ნიკოლოზ აბუაშვილი, GIPA-ს პროფესორი, მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი
  • ბიზნეს გეგმის შედგენა – გიორგი თურქია, GIPA-ს პროფესორი, ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი
  • ციფრული მედიის მენეჯმენტი – ანუნა ბუკია, საკომუნიკაციო სააგენტო „კოპეშიას“ დამფუძნებელი
  • ტურიზმის ფოტოგრაფია – ლელი ბლაგონრავოვა, GIPA-ს ლექტორი, ფოტოგრაფი

GIPA-ში ამ კურსის გასავლელად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, 4 ივლისის ჩათვლით.

 

Adidas-მა გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა

მინიატურული დრონი, რომელიც „საჰაერო სელფისა“ და HD ხარისხის ვიდეოს იღებს