მოგზაურობა ციფრული მარკეტინგის სამყაროში იწყება, მაგრამ ლექტორებთან ერთად აუდიტორიაში არ მთავრდება. ჩვენთან სტუდენტობა შესაძლებლობად, გამოწვევად და რეალურ შემოსავლად იქცევა. ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა არ არის თეორიის დაზუთხვა. ეს არის კურსი, სადაც TikTok-ზე გატარებული დრო ფულად გარდაიქმნება, ხოლო Facebook-ზე სქროლვა – შემოსავლად. ეს არის კურსი, რომელიც გეხმარება დაგეგმო შენი კარიერა, დაიწყო სტაჟირება და რეალურად შექმნა შენი ბრენდი.
საქართველო დღეს დიდი შესაძლებლობების წინაშე დგას. ცვალებადი ეკონომიკა, სწრაფი ინტერნეტი და ხელმისაწვდომობა მზარდ ბაზრებთან უნიკალურ კონკურენტულ ჭიდილში გვიწვევს, სადაც გამარჯვებაც პერსონალურ უნარებსა და ციფრული ინსტრუმენტების ფლობაზეა დამოკიდებული. ციფრული მარკეტინგი აღარ არის მხოლოდ „რეკლამა სოციალური ქსელებისთვის“. ახლა ეს არის ინდივიდუალური კარიერა, ერთდროულად ათეულობით პროექტის მენეჯმენტი, მილიონობით მომხმარებლის სურვილების ანალიზი და გაყიდვების სწორი მართვით დიდი შემოსავლის გენერერება.
და აი აქ იწყება ციფრული მარკეტინგის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა GIPA-ში – სრული, პრაქტიკული და რაც მთავარია, თანამედროვე სტანდარტებით აგებული კურსი, რომელიც შექმნილია იმ მოთხოვნების მიხედვით, რაც დღეს რეალურ ბიზნესებს, ციფრულ სააგენტოებსა და ინოვაციურ სტარტაპებს აქვთ.
რატომ არის ეს პროგრამა განსაკუთრებული?
- პრაქტიკა ანაცვლებს თეორიას: პირველივე სემესტრიდან სტუდენტი იღებს რეალურ დავალებებს: კამპანიის დაგეგმვა, კონტენტის სტრატეგია, მარკეტინგული ანალიზი. ეს არ არის მხოლოდ ლექციების მოსმენა, სტუდენტი ბიზნეს–ურთიერთობებში ერთვება.
- დუალური მოდელი + ანაზღაურებადი სტაჟირება: სწავლა პარალელურად შეიძლება მუშაობად გადაიქცეს. მოქმედი პრაქტიკოსი ლექტორების ხელმძღვანელობით დავალებები ხშირად კომერციულ ინტერესს ატარებს , რაც ორმაგ სარგებელს ნიშნავს: სტუდენტი სწავლობს და სწავლით ფულს შოულობს – რეალური პრაქტიკული დავალების განხორციელება უკვე სწავლის დროს აგენერირებს შემოსავალს.
- მოქნილი სასწავლო გეგმა – ეს არ არის საგანთა უბრალო გაერთიანება, რომლებსაც ტრადიციულ სასწავლო გეგმებში არაფერი აქვთ საერთო სტუდენტის სამომავლო სპეციალობასთან. ციფრული მარკეტინგის პროგრამა აერთიანებს მენეჯმენტს, ციფრულ სტრატეგიას, ბრენდინგს, კონტენტის შექმნას, SEO/SEM, ანალიზს, პროექტების მართვას, AI გამოყენებას ციფრულ ბიზნესში. ეს არის საგნებისა და დავალებების ლოგიკური თანამიმდევრობა, თავმოყრილი ციფრული მარკეტინგის სპეცილიზაციის ერთ დიდ პაკეტში.
- რეალური კარიერული პერსპექტივა: კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს კომპანიაში მარკეტერად, ბრენდ-მენეჯერად, კონტენტის სტრატეგად, სოციალური მედიის ექსპერტად ან მონაცემთა ანალიტიკოსად. თუმცა, პირველ რიგში, ციფრული მარკეტინგის კურსდამთავრებული არის დამოუკიდებელი პერსონალური ფულის მკეთებელი ინდივიდი, სტარტაპერი, რომელსაც საკუთარი ციფრული უნარების გამოყენებით შეუძლია ისეთი შემოსავალი დააგენერიროს, რაც წინა ეპოქაში მხოლოდ ინდუსტრიულ გიგანტებს შეეძლოთ.
ვისთვის არის ეს პროგრამა?
- სტუდენტებისთვის, რომელთაც უჭირთ ადაპტაცია თეორიულ საუნივერსიტეტო გარემოში;
- ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ უნივერსიტეტის დასრულება, არამედ რეალურად სურთ ბაზარზე შესვლა – მარკეტინგში, სტარტაპში, კომპანიაში.
- ყველასთვის, ვინც ხედავს, რომ საქართველოში და რეგიონში ციფრული ეკონომიკა იზრდება და არ სურს იდგეს „სტანდარტული“ სამსახურის მიღების გრძელ რიგში;
- ემოციური, კრეატიული, აქტიური ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დაეუფლონ როგორც შემოქმედებით, ისე ბიზნეს–უნარებს.
თუ გინდა შენი კარიერა ადრეული სტუდენტობიდანვე დაიწყოს, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა. ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა არ არის უბრალოდ სწავლა. ეს არის შენი მომავლის ინვესტიცია.
მეტი დეტალი პროგრამის შესახებ – ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ვანო ცერცვაძე – ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. v.tsertsvadze@gipa.ge, 599449850.
[R]










