საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ყოველწლიურად მართავს სამთო სათხილამურო შეჯიბრებას. ტურნირი GIPA-ს ტრადიციაა, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი ჯაჭვია სტუდენტებს, კურსამდავრებულებსა, ადმინისტრაციას და ლექტორებს შორის.
როგორც ყოველთვის, GIPA-ს ტურნირის ორგანიზებაში პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაციები ეხმარებიან; მათ მიერ საპრიზო ადგილებზე დაწესებულია სპეციალური ჯილდოები.
წელს GIPA-ს ყოველწლიური სათხილამურო შეჯიბრება 22 თებერვალს, გუდაურში ჩატარდა.
შეჯიბრის მხარდამჭერები:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და Marketer.ge
შეჯიბრის სპონსორები:
სადაზღვევო კომპანია IC-Group, სასტუმრო ლოპოტა, ასკანელი, სანტე .
პრიზები:
I ადგილი: 1000 ლარიანი ვაუჩერი სათხილამურო მაღაზიაში
II ადგილი: 600 ლარიანი ვაუჩერი სათხილამურო მაღაზიაში
III ადგილი: სასტუმრო ლოპოტას საგზური (2 ადამიანზე)
გამარჯვებულები:
ვეტერანების ლიგა
მერაბ მგელაძე (ზოგადი მენეჯმენტის კურსდამთავრებული)
გოგონები:
1. ნანიკო კლდიაშვილი (ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი)
2. ანა მოსიძე (სოც. მეცნიერებების სტუდენტი)
3. ანა ნიკოლაიშვილი (სოც. მეცნიერებების სტუდენტი)
ბიჭები:
1. ნიკოლოზ ღლონტი (სოც. მეცნიერებების სტუდენტი)
2. გიორგი კლდიაშვილი (სოც. მეცნიერებების სტუდენტი)
3. გიორგი ჯაბადარი (სოც. მეცნიერებების სტუდენტი)