in

ლილი გეგელიას “გამოდი”, როგორც ფინალური გამოცდა – GIPA-ს სტუდენტების ნამუშევარი

Metro Production Laboratory – ასე ჰქვია GIPA-სა და Metro Production-ის ერთობლივ სასერთიფიკატო კურსს, რომლის რიგითი ლექციაც 7 მაისს უნდა ჩატარებულიყო. ამ ლექციაზე სტუდენტებს ერთ-ერთ საგანში საბოლოო გამოცდის ინდივიდუალური დავალება უნდა ჩაებარებინათ.

დავალება მდგომარეობდა შემდეგში: ლილი გეგელიას მიერ შესრულებულ სიმღერაზე “გამოდი”, მათ ვიდეორგოლი უნდა შეექმნათ. მოხდა ისე, რომ სტუდენტებმა თვითნებურად გადაწყვიტეს, ერთობლივი ძალებით შეესრულებინათ დავალება. მართალია, გამოცდის წესი დაარღვიეს, თუმცა, ნამუშევარი ისეთი აღმოჩნდა, ლექტორებისგან შექება დაიმსახურეს.

“მუსიკის სახელია „გამოდი“, რაც საკმაოდ ირონიულად ჟღერს დღევანდელ რეალობაში. თავიდან ალბათ ყველა ამ მხრივ წავედით, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდით იმ აზრზე, რომ ამ სიტყვისთვის ირონიულობა მოგვეშორებინა და შეგვექმნა ემოციებზე დაფუძნებული ვიდეო, რომლითაც მაყურებელს მივაწვდიდით ზუსტად იმ ემოციებს და მოგონებებს, რაც ამ გენიალურმა მუსიკამ მოიტანა ჩვენამდე და თუნდაც სწორად ამ ყველაფრით შეძლებდნენ დღევანდელობიდან გამოსვლას და მოგონებებში მოგზაურობას,” – ამბობენ კურსის წარმომადგენლები.

კრედიტები

შემსრულებელი: ლილი გეგელია
კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი
ტექსტის ავტორი: პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი

ჯგუფის წევრები:

ლევან ბუბუციძე
ნიკოლოზ გურიელიძე
ნიკოლოზ დოლიძე
გვანცა ენდელაძე
ნინი იაშვილი
ქეთი ისაკაძე
ვიტო მოსიძე
იური ფანჯიკიძე
ლადო მჭედლიშვილი
თენგო მაჭავარიანი

ჰიპერმარკეტ “კონტეინერის” ბრენდინგი, რომელზეც Holy Motors-მა იმუშავა

ვიდეოთამაში, როგორც მედიუმი ახალი რეალობის შესაქმნელად – მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის პასუხი პანდემიას