in

GIPA-ს მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველებისთვის განსაკუთრებული ამბები აქვს

მთავარი სიახლე, რომლითაც GIPA 2023 სასწავლო წელს იწყებს, არის პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან პირველ სტუდენტებს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა ამზადებს პროგრამულ ინჟინრებს, რაც გულისხმობს კომპიუტერული მეცნიერების დარგის სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ინჟინრული გადაწყვეტილებებით შექმნას ციფრული პროდუქტები (მობილური აპლიკაციები, კომპიუტერული და  მობილური თამაშები, ვებგვერდები). ჩაბარების მსურველებს საბუთების შემოტანა 1 აგვისტოდან შეუძლიათ.

ასევე, GIPA-ს სამი სამაგისტრო პროგრამა, საჯარო მმართველობა და პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა 2023 წელს მსურველებს დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.

დაფინანსება

საჯარო მმართველობის და პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში 3 საუკეთესო კანდიდატი, რომლებსაც ექნებათ 100% სახელმწიფო გრანტი, GIPA-სგან საჩუქრად მიიღებს უფასო სწავლის შესაძლებლობას 2 წლის განმავლობაში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი სამაგისტრო პროგრამა 1994 წელს შეიქმნა. ამჟამად უნივერსიტეტი 4000-მდე კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 90%-ზე მეტი წარმატებით საქმიანობს საჯარო თუ კერძო სექტორში.

დღეისათვის კი GIPA-ს 10 სამაგისტრო პროგრამა აქვს და ჩაბარების მსურველებს საბუთების შეტანა 1 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეუძლიათ.

GIPA-ს სამაგისტრო პროგრამები

საერთაშორისო სამართალი

საერთაშორისო ურთიერთობები

საზოგადოებრივი ურთიერთობები 

მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი 

პროგრამული ინჟინერია

საჯარო მმართველობა და პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობა 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა

ბიზნესის ადმინისტრირება 

გამოყენებითი ფსიქოლოგია

[R]

რატომაა მნიშვნელოვანი აზრის გამოთქმის წახალისება ორგანიზაციაში

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში