in

„ვინ? ვის? რატომ? რანაირად“ – GIPA-ს სტუდენტები VS GIPA-ს ლექტორები

„თქვენი აზრით, რამდენი ლიტრი ღვინო ჩავა ქართლის დედის თასში?“  ან „რამდენ შაურმას გააკეთებს გამოცდილი მეშაურმე, გაუჩერებლად, ერთი საათის განმავლობაში?“ თუ ამ კითხვებზე  პასუხი არ იცით, საგანგაშო არაფერია, თუმცა, თუ იცით – დიდი შანსი იყო GIPA-ს საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში გაგემარჯვათ.

ღონისძიება GIPA-ს Facebook გვერდზე ჩატარდა, სადაც სტუდენტები ლექტორებს დაუპირისპირდნენ უცნაური ფაქტების დუელში. „ვინ? ვის? რატომ? რანაირად?“ „ონლაინ“ რეჟიმში გაიმართა – 8 სტუდენტი 8 ლექტორს #ჭკვიანურიგადაწყვეტილებების მიღებაში დაუპირისპირდა. თამაშის წესები საკმაოდ მარტივი იყო, ყველა პასუხი ნუმერაციულად უნდა გამოსახულიყო, ქულას იღებდა ის, ვინც ახლოს იქნებოდა სწორ პასუხთან. რთულია, 4 წამში დაითვალო რამდენ სიტყვას ამბობს მეტროპოლიტენის ვაგონის გამომცხადებელი ქალი „ვარკეთილიდან“ „ახმეტელის თეატრის“ სადგურამდე. თუ თავადაც გსურთ შეამოწმოთ თქვენი ლოგიკა და იღბალი, უყურეთ გადაცემას სრულად და შეეცადეთ, გასცეთ კითხვებს მიახლოებული პასუხები.

„ღონისძიებაში მონაწილეობა და გამარჯვება უფრო მიმზიდველი გახდა სპონსორების  მეშვეობით: პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა მონაწილეებმა მიიღეს სასტუმრო Capra Hotel Kazbegi-ს და The Valley Residences & SPA Bakuriani-ს აბონემენტები. ქართულმა სტარტაპებმა სრული  მხარდაჭერა გამოუცხადეს ორგანიზატორებს და მათ მიერ შექმნილი მრავალფეროვანი და ორიგინალური პროდუქციით  ყველა  მონაწილე დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია და დასაფასებელი ქართული კომპანიების მიერ გადადგმული  ეს შემხვედრი ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ  მათი თანადგომა სტუდენტების  წამოწყებაში მომავალშიც გაგრძელდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს“.

„აქვე გთავაზობთ ღონისძიების სპონსორების სრულ სიას და თუ რომელიმე მათგანზე არ გაქვთ ინფორმაცია, შესაძლებლობა გეძლევათ, გაეცნოთ მათ პროდუქციას“.

Capra Hotel
Dire • დირე
Tsremli • ცრემლი
Spacebox
ჟუჟუნა • Jujuna
კენე • KENE
Riria-რირია
AlterSocks • ალტერსოქსი
საბნევი • Sabnevi
Artmani
კემსი • Kemsi
სურია • Surya • सूर्
Makhati – მახათი
Anemone • ანემონე
Back Wood Art
Mone • მონე
ეიფორია • Euphoria
Cimcimi • ციმციმი
მისმიე I Mismie
Ansasi • ანსასი

 

 

ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, „სთექი“ TechCrunch-ის რჩეულია

მარიამ კაპანაძის ანიმაციის ჩვენება ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმში გაიმართა