in

“ისწავლე სწავლის მძებნელო” GIPA

ჯიპას ლოგო

ჯიპას კურსები ლოგოსაქართველოში დღეს პიარისა და მარკეტინგის შესწავლა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
პიარისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სერტიფიცირებული კურსები  2-3 წელია ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამები გათვლილია როგორც პიარისა და მარკეტინგის სფეროში დასაქმებულ, ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებზე.

“ეს სფერო ერთ-ერთი მოთხოვნადია. თანაც გვსურდა გაფართოვებულიყო ტრენინგის მიმართულება. ამიტომ, შევაჩერეთ ყურადღება ამაზე და გავაკეთეთ კურსები და მაგისტრატურა. როგორც წესი, არის 20-23 აპლიკანტი. შემდეგ ხდება მათი გაფილტვრა, , “ბექგრაუნდისა” და მოტივაციის საფუძველზე და 15-16 იწყებს სწვალას. დარჩენილი აპლიკაციები არქვიდება და მომდევნო კურსის დაწყებისას, თუ ისევ აქვთ სურვილი, ხვდებიან სტუდენტებს შორის ”,- ამბობს ჯიპას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მარკეტინგისა და ტრენინგების მენეჯერი ჯაბა ბოკუჩავა.

ჯაბა ბოკუჩავა ჯიპა

განათლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოლვანი აკადემიური პერსონალია. აქ მაგისტრატურასა და კურსებზე ლექციებს ერთი და იგივე ლექტორები კითხულობენ: ელდერ პირმისაშვილი, თორნიკე გურული, გია ბარკალაია. ჯიპაში თვლიან, რომ კარგია პრაქტიკოსი ლექტორი. რადგან აკადემიეური კონტენტის გარდა, პრაქტიკულ გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

პიარისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამთვიანი კურსები, მაგისტრატურის მოდელირებული ვარიანტია.  სტუდენტს დროის მიხედვით, თავად შეუძალია შეარჩიოს , ხშირად, რომელიმე საგნისთვის გამოყოფილი საათები ცოტაა.
“ყოველი საგნის შემდეგ სტუნდენტები ავსებენ სპეციალურ ფორმას, რამდენად წარმატებით წარიმართა კურსი, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, დროით ან ლექტორებით რამდნად კმაყოფილები არიან. ბოლოს რომ შევაფასეთ კომუნიკაცის ფსიქოლოგია, სტუდნეტებმა აღნიშნეს, რომ 18 საათია სალექციო კურსი არ იყო საკამრისი ამ საგანში”

არსებობს მეორე მხარეც. ჯაბა ბოკუჩავა ამბობს, რომ ხშირად 4 და უფრო დიდხნიანი კურსები უინტერესო და არახელსაყრელია სტუდნეტებისთვის.

“მაგრამ არ გამოვრიცხავთ გაიზარდოს კურსების ხანგრძლივობა და მოცულობა, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ მოდულები გაიზარდა. ამას კი გადასახადის ზრდაც მოჰყვება, რადგან მეტი ბიუჯეტი იქნება საჭირო”.
განათლების მიღების მსურველებისთვის , ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი სწვალის საფასურია. ჯაბა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჯიპაში სწავლის გადასახადი, არც მაღალია და არც დაბალი.

კურსების, ღირებულება 1200 ლარია იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე რამდენიმე მოთამაშეა, რომელიც მომხარებელს იგივე პროდუქტს სთავაზობს, კონკრეტულად ვის აღიქვამენ კონკურენტად, ჯაბა ბოკუჩავა არ ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, ამბობს რომ სხვა ძლიერი მოთამაშეები ნამდვილად არიან და მათ საქმიანობას მუდმივად ადევნებენ თვალ-ყურს.
განათლების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, დასაქმებაა. ჯიპაში თვლიან, რომ მათ კურსდამთავრებულებს დასაქმების საკმაოდ მაღალი შესაძლებლობები აქვთ. თუმცა, აქაური კურსები ამ მხრივ, სხავდასხვა შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ, როგორც ასეთი, 100% დასაქმების გარანტია არ აქვს.

“ჩვენი კურსდამთავრებულები კარგ პოზიციებზე მუშაობენ, მაგალითად კომპანია “მაგთიკომის” ადამიანური რესურსები განყოფილების ხელმძღვანელი ჩვენი ყოფილი სტუდნია. გვყავს პარტნიორი კომპანიები, სადაც მაგისტრატურის კურსადმთავრებულებს “ინტერნად” ვაგზავნით, პრაქტიკაზე. კურსებზე არ გვაქვს ასეთი პროგრამა. თუმცა, წარმატებული სტუდენტები ლექტორების რეკომენდაციას იღებენ, რომელიც შეუძლაით წარადგინონ იმ კომპანიაში, სადაც დასაქმება სურთ”.

ჯიპაში თვლიან რომ კონკურენტებისგან რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევთ და ანიჭებთ უპირატესობას.
“ჩვენთან ძალიან კვალიფიციური პროფესორიები არიან. აქედან გამომდიანრე განათლების მაღალი დონეს ვქმნით. ვთანამშრომლბთ სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტთან. აქ ჩამოდიან მათი პროფესორები, მიდიან ჩვენი ლექტორები და იმაღლებენ კვალიფიკაციას. ასევე მიმდინარებს დროისა და მოთხოვნების მიხედვით კურიკულუმის განვითარება , რადგან ვითარდება პიარის, მარკეტინგის ზოგადი ტრენდები. ამასთან , მნიშვნელოვანია ჯიპას სახელი, კარგი რეპუტაცია აქვს ბაზარზე. მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი ფასი და ბოლოს და ბოლოს ლოკაცია, (ბროსეს #6) ჩვენი ადგილმდებარეობაც ერთ-ერთი განსაზგღვრელია ამ მიმართულებით”.

რეკლამისათვის სხვადასხვა საინფორმაციო ვებ გვერდებს, სოციალურ ქსელებს, ადგილობრივ რადიო “ჯიპას” იყენებენ. ხშირად კი ინფორმაციას მათივე კურსდამთავრებულები ავრცელებენ.

Tbilisi fashion week 2012

Tbilisi Fashion Week 2012! In action

Peoples Pharmacy

“სახალხო აფთიაქი “ კიდევ უფრო სახალხო უნდა გახდეს