10
Sep
2018

„გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანია PornHub-ზე: „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!“

10 Sep 2018

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მცირე ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვის გათვალისწინებით, რეკლამის ეფექტიანი გზა მოძებნა და წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია ცნობილ პორნოსაიტზე, PornHub-ზე დაიწყო.

PornHub-ის ვებგვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატმა, 8 სექტემბერს, ორი ბანერი განათავსა სხვადასხვა წარწერით, რომლებსაც ოთხ საათში, 40 000-მდე ჩვენება ჰქონდა:

  • „არ გპირდებით ზომის გაზრდას!“
  • „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!“

ერთი მომხმარებელი საქართველოდან, საშუალოდ, რვა-ცხრა წუთს ატარებს „პორნჰაბის“ საიტზე. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიძლება პერიფერიული მზერით ხედავდეს ჩემს ბანერს. ჩემი აზრით, ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე On.ge-სთან საუბრისას.

საპრეზიდენტო კანდიდატის ინფორმაციით, ჯერ არაა გადაწყვეტილი, რა თანხას დახარჯავენ კამპანიაში.

განხილვა