in

Girls Just Want To Have Fun — ერთ რეკლამაში მოქცეული ქალების ყოველდღიური გამოწვევები

ეს მნიშვნელოვანი კამპანია იმაზე მიუთითებს, რომ ქალები რისკის ქვეშ ყოფნას არ უნდა გრძნობდნენ, რაც სამწუხაროდ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის პრობლემას წარმოადგენს. უამრავი ქალი დგას ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიცაა ჯანმრთელობის პრობლემები, ბიზნესში წარმოქმნილი გენდერული მიკერძოება, განათლების მიღების გზაზე გაჩენილი გამოწვევები და ა. შ.

BOG

მადლინ კლეიტონის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი ტიპურ, ყოველდღიურ სიტუაციებს აერთიანებს — დაბადებიდან დაწყებული, ზრდასრულობით დასრულებული. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში პატარა გოგონას ვხედავთ, რომელიც საკუთარ თავს სხვებს ადარებს, რაც დამანგრეველია მისი ფსიქიკისთვის… მომდევნო სცენა კი განერვიულებულ სტუდენტს ასახავს, რომელსაც დიდ აუდიტორიაში ხელის აწევის და პასუხის გაცემის ეშინია.

ვინ არის Formula 1-ის მანქანების ოსტატი? – ბრიტანელი დიზაინერის ავტოისტორია

„ბესტი ჯგუფის“ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ბეტონის ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო