in

Catapult საქართველოში შემოდის, SpaceX კი მას თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს

შეხვედრა Founders Fund-ის წარმომადგენლებთან

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ შეთანხმებით, საერთაშორისო ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოდის. შესაბამისად, ქართულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, მისგან ინვესტიციები მოიზიდონ და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ.

შეხვედრა Craft Ventures-ის პარტნიორთან

სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, შეხვედრები, ასევე, გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორ Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან.

სან-ფრანცისკოში, ასევე, ჩატარდა  “500Startups”-ის პროგრამის Showcase Day და “500Georgia“-ს მონაწილე ოთხი სტარტაპი Payze, Agrolabs, Cardeal.ge, Cargon, აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად, უცხოელი ინვესტორების წინაშე წარდგნენ.

მოლაპარაკებები გაიმართა, საქართველოში, DATA ცენტრებისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ Oracle-თანაც. ეს თანამშრომლობა ქართველი IT სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში დასაქმდნენ, ქართულ სტარტაპები კი შეძლებენ, ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაციის აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთონ.

“500Startups”-ის პროგრამის Showcase Day, სან-ფრანცისკოში
შეხვედრა Oracle-ს წარმომადგენლებთან

გარდა ამისა, SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე. არსებული ინფორმაციით, კომპანია, საქართველოს, ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად განიხილავს, რომლის მოსახლეობასაც თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებას შესთავაზებს. სან-ფრანცისკოში შეხვედრა ამ საკითხზეც გაიმართა. SpaceX, ოფიციალურ პროცედურას, საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად, GITA-ს დახმარებით დაიწყებს.

შეხვედრა SpaceX-ის წარმომადგენლებთან

რა არის მეცნიერულად ყველაზე გამაღიზიანებელი ხმა?

„აჭარაბეთის“ 8 საპატიო ელჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა