20
Feb
2018

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად? – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტი

20 Feb 2018

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით იწყება პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”.
პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა ათი გუნდი, რომლებიც  ფაბლაბში შექმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები.

დაახლოებით 2 თვეში,  ფაბლაბის სპეციალისტების აქტიური  ჩართულობითა და ვიდეო ტრენინგებით, მონაწილე გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა, განავითარონ იდეა სწორი მიმართულებით და დაიწყონ ბიზნესი.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენაგაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო  მეტი ინოვაციური სტარტაპი და  მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად.
ეს შემდგომში ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას და ქართული წარმოების ზრდას.

ორი წლის განმავლობაში ჩატარდა პროექტის 4 ეტაპი და მონაწილეობდა 70-მდე გუნდი, აქედან 10-მა  სტარტაპმა შეიძინა საკუთარი დანადგარი და დღეს წარმატებულად აწარმოებს პროდუქტს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

განხილვა